logo_geo
სანდრო ყანჩელი: შევთავაზოთ მომხმარებელსაც და ავტორებსაც შესაძლებლობები, რომლის გამოყენებაც მათ შეუძლიათ
- +

13 თებერვალი. 2022. 17:06

 

„ხომ შეიძლება, ავტორების ინტერესებიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი მშვიდობიანად ხდებოდეს, ყოველგვარი ბრალდებების გარეშე. 

 

გავარკვიოთ, შევთავაზოთ მომხმარებელსაც და  ავტორებსაც შესაძლებლობები, რომლის გამოყენებაც მათ შეუძლიათ“, - განაცხადა საავტორო უფლებების სპეციალისტმა, კომპოზიტორ გია ყანჩელის შვილმა სანდრო ყანჩელმა გადაცემა „პრაიმშოუში“.

 

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერი საავტორო უფლებების დაცვას და ამ სფეროში მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებებს დაეთმო.

 

„როგორ შეიძლება არაკომერციულმა ორგანიზაციამ რაღაც დამალოს საერთოდ, ან ინტერესი ჰქონდეს რამის დამალვის?! ეს ხომ ავტორთა კავშირია, ავტორთა კრება არის უმაღლესი მართვის ორგანო.

 

ძალიან ხშირად ამ ორგანიზაციას ეძახიან კობალაძეს. რას ნიშნავს კობალაძე?! ეს არის შაეურაცხყოფა იმ 20 თუ 25 ადამიანის, რომლებიც დილიდან საღამომდე „ჯი სი ეის“  ოფისში თავდაუზოგავად შრომობენ და ავტორებს უნაწილებენ ჰონორარს.

 

ცოტა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ძალიან  გთხოვთ, ეს ყველას საერთო ინტერესებშია, აქაც ნუ მოხდება ორ ნაწილად გახლეჩვა, დაპირისპირება და მტრობა.

 

ხომ შეიძლება, ავტორების ინტერესებიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი მშვიდობიანად ხდებოდეს, ყოველგვარი ბრალდებების გარეშე.  

 

გავარკვიოთ, შევთავაზოთ მომხმარებელსაც და  ავტორებსაც შესაძლებლობები, რომლის გამოყენებაც მათ შეუძლიათ“, - განაცხადა სანდრო ყანჩელმა.

 

 

 

big_banner
არქივი