logo_geo
ნიკოლოზ ფიფია: მინდა, ხალხმა ისე შემიყვაროს, როგორც ჩემი საყვარელი ჩარლი ჩაპლინი
- +

29 ნოემბერი. 2016. 01:06



7 წლის ნიკოლოზ ფიფიას ცეკვამ „ნიჭიერის" მაყურებლისგან - დიდი სითბო, ნიკა გვარამიასგან კი ოქროს ღილაკი დაიმსახურა... „მის ცხოვრებაში ცეკვა ყველაფერს ნიშნავს, სიარულის დროსაც კი ცეკვავს. 3 წლის იყო, ცეკვა რომ დაიწყო. ინტერნეტში უყურებს ვიდეოებს და ასე სწავლობს ილეთებს," - ჰყვება ნიკოლოზ ფიფიას დედა, ეკა ჭონქაძე. Funtime-ს ნიკუშამ საკუთარ სახლში უმასპინძლა...


- ნიკოლოზ, მოგეწონა სცენაზე გამოსვლა?


- ძალიან; არ ველოდი, თუ პროექტში ამხელა სითბოსა მაჩუქებდნენ. ოქროს ღილაკს კი არა, მომდევნო ტურში თუ გადავიდოდი, ესეც არ მეგონა. მინდა, ქუჩაში ხალხი დაცინვის გარეშე მიღიმოდეს და ისე შემიყვაროს, როგორც ჩემი საყვარელი მსახიობი ჩარლი ჩაპლინი უყვართ დღემდე.


- ცეკვის გარდა, სხვა რა გატაცება გაქვს?


- დედას დღემდე ვეხვეწები, რაგბიზე შემიყვანოს. ცურვაც ძალიან მიყვარს. მინდა, საბავშვო ფილმში გადამიღონ. ცეკვა 3 წლიდან დავიწყე, თუმცა დედა რატომღაც ხალხურ სიმღერაზე მატარებდა.


 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი