logo_geo
უკრაინელი პოლიტოლოგი: მსოფლიომ გააცნობიერა, რომ პირსისხლიან მანიაკთან გვაქვს საქმე - აუცილებელია ხისტი მეთოდებით მოქმედება
- +

24 თებერვალი. 2022. 16:41

 

 

„აბსოლუტურად ფსიქიკურად ავადმყოფ ადამიანთან გვაქვს გვაქვს საქმე, რომელთანაც მოლაპარაკებას აზრი არ აქვს, „- ამის შესახებ უკრაინელმა პოლიტოლოგმა ტარას ბერეზოვეცმა „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინას დასავლეთისა და პარტნიორების დახმარება ახლა სჭირდება.

 

„არავითარ შეგონებასა და სანქციას მისი გაჩერება არ შეუძლია. ჩვენ გვჭირდება ახალი შეიარაღება და დასავლეთმა უნდა გააგრძელოს საჰაერო ხიდის შექმნა და უკრაინისთვის იარაღის მოწოდება. ყველა ვიზა რუსეთის მოქალაქეებს უნდა გაუუქმდეს. დღეს რუსეთი უნდა დაისაჯოს და რუს ხალხს ვაჩვენოთ, რომ თუ ისინი თანახმა არიან ასეთი პოლიტიკა მიიღონ დამნაშავე პუტინისა, ისინი ამაზე პასუხს აგებენ. რბილი სანქციები საკმარისი არ არის. უკვე გააცნობიერა მსოფლიომ, რომ პირსისხლიან მანიაკთან გვაქვს საქმე. აუცილებელია ხისტი მეთოდებით მოქმედება“, - განაცხადა უკრაინელმა პოლიტოლოგმა.

 

 

big_banner
არქივი