logo_geo
ირინა ფრუიძე: ქუმსიშვილი მომავალში უფრო მარტივი ტერმინოლოგიით ისაუბრებს
- +

29 ნოემბერი. 2016. 02:46



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირინა ფრუიძე „tvპირველის" ეთერში ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებას, რომ დოლარში აღებულ სესხებზე  მოსახლეობის მწირი ეკონომიკური განათლება აქვს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქუმსიშვილმა პროფესიონალურ ენაზე უპასუხა კითხვას. რა თქმა უნდა, მომავალში უფრო, მარტივი ტერმინოლგიით ისაუბრებს. მეტად გასაგები რომ გახდეს მოსახლეობისთის.


მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ლარის კურსი შესუსტებულია, პროდუქტზე ფასების ზრდა ჯერჯერობით არ აღინიშნება.


„მე მინდა ერთი რამ ვთქვა, მიუხედავად ლარის კურსის ასეთი შესუსტებისა, ჩვენ მაინც ვხედავთ, რომ ფასებზე ზრდა არ აღინიშნება და ეს აბალანსებს იმ სირთულეს, რომლის წინაშეც ჩვენი საზოგადოება დგას ლარის შესუსტების გამო",-განაცხადა ირინა ფრუიძემ.




 

big_banner
არქივი