logo_geo
თამარ გვერდწითელი: მე და დედა რუსეთის დატოვებაზე ვფიქრობდით, მაგრამ ცუდად ვარ და ყურადღება ამ საკითხისკენ გადავიტანე
- +

7 მარტი. 2022. 19:04

 

 

რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერლის თამარ გვერდწითელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნერვიულობის გამო იმდენად დამძიმდა, რომ საავადმყოფოში მოხვდა.

 

„ახლა კლინიკაში ვიმყოფები. ჯანმრთელობის პრობლემები სტრესის ფონზე გამიჩნდა. ერთ სტრესს ცილისწამებისგან გამოწვეული სტრესიც დაემატა, თითქოს კრემლში ვიმღერე. ძველ გამოსვლებს აჩვენებენ... მე არც გუშინ მიმღერია, არც დღეს და არც ხვალ ვაპირებ. ექვსი თვე აღარ ვიმღერებ არსად... ახლა მუსიკა და სიმღერა საჭირო არ არის.

 

მე და დედა რუსეთის დატოვებაზე ვფიქრობდით, მაგრამ ცუდად ვარ და ყურადღება ამ საკითხისკენ გადავიტანე. ამ კვირებში გაირკვევა ყველაფერი - თუ წამოვალ, ჩემს სამშობლოში წამოვალ. მიუხედავად ამხელა ცილისწამებისა, მე ქართველი ვარ... დედა ოდესელია. წარმოიდგინეთ ის გლოვა და ტირილი, რაც ჩვენს ოჯახში ხდება“, - აცხადებს „პრაიმტაიმთან“ საუბარში თამარ გვერდწითელი.

 

 

big_banner
არქივი