logo_geo
ჯემალ სეფიაშვილი: თამარ გვერდწითელზე არ შეიძლება ასეთი საუბარი!
- +

10 მარტი. 2022. 14:41

 

 

აჭარის ტელევიზიის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ კომპოზიტორმა ჯემალ სეფიაშვილმა მოსკოვში სარვამარტო კონცერტში თამარ გვერდწითელის, ქეთა თოფურიას და სოსო პავლიაშვილის შესაძლო მონაწილეობაზე მედიაში რამდენიმე დღის წინ ატეხილ აჟიოტაჟზე ისაუბრა.

 

„თამარ გვერდწითელზე არ შეიძლება ასეთი საუბარი. მთელ მსოფლიოში ცნობილი და საყვარელი ქალბატონია. თამრიკო გვერდწითელს კარიერა ქორწილებში და ნათლობებში კი არ გაუკეთებია, მთელი მსოფლიო ელოდება მას და მთელი მსოფლიო სცემს პატივს. გამოვიდა და თქვა, არ ვყოფილვარ იმ კონცერტზე, არ უნდა ვყოფილიყავიო. არც ყოფილა“, - განაცხადა ჯემალ სეფიაშვილმა.

 

 

https://reportiori.ge/inside.php?menuid=66&id=182534&fbclid=IwAR3XKiVG4V5DnOTnEiw-uubjS2Z1uRE1HA0Td33KZ4e5WhUoHjXvgJWOFvc

 

 

big_banner
არქივი