logo_geo
ქეთი ხუციშვილი: ჩემი შვილი თვითონ იმზადებს საჭმელს, ჩემი გაკეთებული არაფერი მოსწონს
- +

11 მარტი. 2022. 17:18

 

 

მსახიობი ქეთი ხუციშვილი სტანდარტული დიასახლისი არ არის. დროის უმეტეს ნაწილს სამსახურში ატარებს და მრავალფეროვანი კერძების მომზადება, სახლის ლაგება და სხვა საქმეების კეთება, მისი ყოველდღიური რუტინის ნაწილი ნაკლებადაა.

 

„სახლის საქმეებს ძალიან მარტივად ვუმკლავდები იმიტომ, რომ არაფერს ვაკეთებ. ჩემი ქვაბი და ტაფა შეიძლება, ერთი თვე ისე იდოს, რომ მათში არაფერი მოვამზადო. სახლში საერთოდ არ ვჭამ. მთელი დღე სამსახურში ვარ და იქ ვიკვებები. ჩემი შვილი თვითონ იმზადებს საჭმელს, ჩემი გაკეთებული არაფერი მოსწონს“, - ამბობს ქეთი და აღიარებს, რომ თანხის განაწილებასაც ვერ ახერხებს სწორად.

 

„სადამდეც მიმყვება, მიმყვება. ერთი, რასაც პირველ როგში ვაკეთებ, ერთ თვის საკმარისი საკვები პროდუქტების შეძენაა. თუმცა, განსაკუთრებულს არაფერს ვყიდულობ, დიდად მჭამელი არ ვარ, მაგრამ სახლში რაღაც ხომ უნდა მქონდეს, ბოლოს და ბოლოს, მაცივარმა თავისი ფუნქცია ხომ უნდა შეასრულოს?!“ -ამბობს ქეთი.

 

ქეთი ხუციშვილი 50 კვ.მ ბინაში ცხოვრობს და, როგორც თვითონ ამბობს, სპეციალურად იყიდა პატარა სახლი, რომ მარტივად ეცხოვრა და ბევრი დასალაგებელი არ ჰქონოდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი