logo_geo
თეონა ცხომელიძე: ჩემს მეუღლეს ვინც კი უკრაინული წარმოშობის ნათესავი ჰყავს, ყველა საქართველოშია
- +

16 მარტი. 2022. 17:29

 

 

ჟურნალისტ თეონა ცხომელიძეს უკრაინელი ქმარი ჰყავს, ამიტომ ორმაგად განიცდის უკრაინაში შექმნილ მდგომარეობას.

 

„ჩემს მეუღლეს დედა ქართველი ჰყავს და მამა იყო უკრაინელი. ლადო გრუდკო თბილისშია დაბადებულ-გაზრდილი და იქ ნათესავები არ გვყავს, თუმცა უფრო მძაფრად განვიცდით, რაც იქ ხდება. ბავშვებმაც გააცნობიერეს, რომ მათ ეხებათ, რაც იქ ხდება და დიდ განცდებში არიან... ჩემს მეუღლეს ვინც კი უკრაინული წარმოშობის ნათესავი ჰყავს, ყველა საქართველოშია, მაგრამ იქ ბევრი მეგობარი გვყავს და ძალიან განვიცდით. მიუხედავად იმისა, რომ იქ ნათესავები არ გვყავს, მაინც ხშირად დავდიოდით უკრაინაში“, - ამბობს თეონა ცხომელიძე.

 

თეონას თქმით, ლადოს გენეტიკურად აქვს თავდადების უნარი, ბოლომდე იხარჯება, შიში არ იცის და მაქსიმალურად შეუძლია, თავი ბოლომდე გაწიროს თამაშის დროსაც (ლადო გრუდკო ყოფილი მორაგბეა) და ცხოვრებაშიც. აქამდე ფიქრობდა, რომ ეს მისი ინდივიდუალური თვისება იყო და ახლა აღმოვაჩინე, რომ ეს ყველაფერი მის ფესვებს უკავშირდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი