logo_geo
შოთი ტატიშვილი: სანამ სკოლაში არ მივედი, ამ თემას არ შევჯახებივარ
- +

16 მარტი. 2022. 23:12

 

 

შოუმენისა და ექიმის ვაჟი, შოთი ტატიშვილი, რომელიც ოთარ ტატიშვილს პირველი ქორწინებიდან ჰყავს, იმ ტრავმებზე საუბრობს, რაც  მშობლების განქორწინებას მოჰყვა.

 

„მე მაშინ 9 თვის ვიყავი, ზუკა - 6 წლის. მან მტკივნეულად განიცადა, მე კი, სანამ სკოლაში არ მივედი, ამ თემას არ შევჯახებივარ. შემდეგ რომ ვისმენდი ბიჭების საუბარს, მამამ ფეხბურთზე წამიყვანა, მამასთან ერთად სტუმრად ვიყავიო, გული მწყდებოდა. მეც მინდოდა, მოსაყოლი მქონოდა. მაშინ ოთარი თბილისში არ იყო, მოსკოვში იყო და ფიზიკურად ვერ ვხვდებოდით.

 

მანქანის ტარება დედამ მასწავლა, ფეხბურთზე დედას დავყავდი. მაშინ ამას განვიცდიდი, მაგრამ დღეს მეამაყება, რომ დედამ ყველაფერი საუკეთესო გაგვიკეთა. მამასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ვმეგობრობთ, ერთმანეთს ბევრ რამეს ვუზიარებთ“, - ამბობს შოთი ტატიშვილი.

 

შოთი თვლის, რომ მათი დედა იმსახურებს, იყოს ბედნიერი და შვილები ვალდებულები არიან, მის გვერდით იყვნენ. ზუკა ბოლომდე დედასთან ცხოვრობდა, მის გარეშე ცოტა გაუჭირდა. ის კი 5 წელია, ცალკე ცხოვრობს, თუმცა სამივე ერთ უბანში არიან და ყოველდღიური შეხება აქვთ ერთმანეთთან.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი