logo_geo
ციცი ფალავანდიშვილი: 80 წლის ბებია გვეუბნება, როგორ წამოვიდე, ქვეყანას როგორ ვუღალატოო
- +

17 მარტი. 2022. 11:33

 

 

უკრაინის ომმა მის ფარგლებს გარეთაც დაუკარგა ძალიან ბევ ოჯახს მშვიდი ძილის საშუალება. მათ შორის არის საქართველოში მუსიკოს ციცი ფალავანდიშვილის ოჯახი, რომელსაც ომის დაწყების დღიდან თავისი უკრაინელი რძლის, მუსიკოს გიგი დედალამაზიშვილის ცოლის, მარინა კარპის სახეზე ღიმილი არ უნახავს. მარინას მთელი ოჯახი - მშობლები, ბებიები, ძმა და ახლო ნათესავები კიევსა და სხვა ქალაქებში არიან თავშესაფრებში.

 

„როგორც ყველა უკრაინელმა, საშინელი გზა გამოიარეს. იყვნენ ბუნკერებში, ბებია ახლაც იქ არის. მთელი ოჯახის წევრები სხვადასხვა ქალაქებში არიან. გაოგნებული ვარ მათი არა მარტო მხნეობით, არამედ სულისკვეთებით. მარინას 80 წლის ბებია გვეუბნება, როგორ წამოვიდე, ქვეყანას როგორ ვუღალატოო. სარდაფში სადილებს ამზადებს, რომ მეომრებს გაუმასპინძლდეს. ინტერნეტით ვეკონტაქტებით და, რა თქმა უნდა, ხშირად აქვს ინტერნეტთან წვდომის პრობლემა. როცა დააგვიანებენ პასუხის მოწერას, თუ როგორ არიან, ეს ჩემთვის ყველაზე რთული წუთებია. ძალიან რთული ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა გვაქვს ოჯახში“, - ამბობს ციცი ფალავანდიშვილი.

 

მუსიკოსი ოცნებობს, რომ რძალი მალე ნახოს გაღიმებული და მთელი მისი ოჯახი გულში ჩაიხუტოს.

 

 

big_banner
არქივი