logo_geo
მანანა ბერიკაშვილი: ბატონი ბიძინა ივანიშვილი მეგობრობდა მამასთან. ძალიან განიცადა მისი გარდაცვალება
- +

17 მარტი. 2022. 12:24

 

 

2 მარტს საქართველოს თეატრალური უნივერსიტეტის მეტყველების კათედრის პედაგოგი, პროფესორი, საქართველოს საყვარელი მსახიობის, გივი ბერიკაშვილის მეუღლე ლეილა კაპანაძე გარდაიცვალა. გივის და ლეილას ცალ-ცალკე ყოფნა წარმოუდგენელი იყო. ქმრის გარდაცვალებიდან 5 წელი ქალბატონმა ლეილამ მოგონებებში გაატარა. ნელ-ნელა ჩაუქრა სიცოცხლის სურვილი და თავადაც მასთან წავიდა.

 

„დედას ზღვა ენერგია ჰქონდა, ხალისი, განწყობა, სულ სტიმულს გვაძლევდა. გივის წასვლის შემდეგ მოტყდა, მისი სიყვარული, ცხოვრების მთავარი აზრი აღარ ჰქონდა და მას აღარ უნდა სიცოცხლე. რამდენიმე ათეული წელი გაატარეს ერთად, ჯუჯღუნში, ძირითადად, დედა ჯუჯღუნებდა. რა თქმა უნდა, ეს გივის ჯანმრთელობაზე ზრუნვით იყო გამოწვეული. როგორც პატარა ბავშვს, ისე უვლიდა მთელი ცხოვრება“, - იხსენებს მათი შვილი, მანანა ბერიკაშვილი.

 

მისი თქმით, გივი ბერიკაშვილი საავადმყოფოში რომ დააწვინეს, სამი დღე იყო რეანიმაციაში, ხელოვნურ სუნთქვაზე. კახი კავსაძე კი სამი დღე არ გამოსულა, იჯდა საწოლთან, მისი ხელი ეჭირა და განუწყვეტლივ ელაპარაკებოდა.

 

„ბატონი ბიძინა ივანიშვილი მეგობრობდა მამასთან. ძალიან განიცადა მისი გარდაცვალება. მან და ქალბატონმა ეკამ ისე დაიტირეს, როგორც საკუთარი მამა. მის პატივისცემას და ყურადღებას ალბათ ვერასდროს გადავიხდით“, - ამბობს ქალბატონი მანანა და მადლობას უხდის ყველა ადამიანს გვერდში დგომისთვის.

 

 

big_banner
არქივი