logo_geo
თიკო ჩხეიძე: დედობა შვილის გარდაცვალებით არ მთავრდება
- +

17 მარტი. 2022. 13:20

 

 

მოდელი თიკო ჩხეიძე სალომე ღვინიაშვილმა „პრაიმ შოუს“ ეთერში სამაგალითო დედად დაასახელა. შეგახსენებთ, რომ მას და ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილს, უბედური შემთხვევის შედეგად, 11 წლის ქალიშვილი, ტატა რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალათ. თიკომ შვილს წიგნი მიუძღვნა, რომელიც მისი თქმით, დედა-შვილობის გრძნობას კარგად ასახავს. თიკოს საუბარს აუდიტორიაში მსხდომები ემოციებისა და ცრემლების გარეშე ვერ შეხვდნენ.

 

„მე და ტატა ერთად აღარ ვართ, მაგრამ მეც მიხარია დედის დღე, რადგან ტატამ გამხადა დედა... მათ, ვისაც შვილი გარდაეცვალა, უნდა იბრძოლონ თავიანთი შვილებისთვის, თუ სხვა შვილებიც ჰყავთ და თუ არ ჰყავთ, უნდა იბრძოლონ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ისინი სჭირდება. ცხოვრებას არ შეუშინდნენ და გააგრძელონ ცხოვრება, რადგან ბევრი ადამიანია გარშემო, ვისთვისაც მათი ღიმილი მნიშვნელოვანია... თუნდაც ის, რომ მე ფეხზე ვდგავარ, შესაძლოა, იყოს მაგალითი, რომ სხვა ფეხზე წამოდგეს და ცხოვრება გააგრძელოს“, - ამბობს თიკო ჩხეიძე.

 

თიკოს თქმით, ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ტკივილი და განსაცდელი: „მე ხომ მყავდა შვილი... ახლა ორი შვილი მყავს, მაგრამ... დედებმა, რომელთაც მხოლოდ ერთი შვილი ჰყავდათ და აღარ ჰყავთ, ხომ იციან, რამხელა სიყვარულია ეს, რა არის დედობა, როგორია, როცა შვილი გყავს. დედობა შვილის გარდაცვალებით არ მთავრდება. უნდა იცხოვრონ თავიანთი შვილებისთვის“.

 

 

big_banner
არქივი