logo_geo
გაყიდული ნახატები უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად
- +

17 მარტი. 2022. 14:52

 

უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები უკრაინელები აქტიურად გამოხატავენ. მათ შორის არის ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში მცხოვრები დმიტრი კუზნიჩენკო, რომელმაც თავისი ნახატების გაყიდვიდან შემოსული თანხა მთლიანად გადარიცხა ფონდში, უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად. დმიტრის ყოველი დღე უკრაინელ მეგობრებთან საუბრით იწყება. ისინი ხარკოვიდან არიან, ეს ქალაქი კი არაერთხელ დაიბომბა.

 

„ჩემი ძალიან ახლო მეგობარია რომა, რომელსაც ყველაზე ხშირად ველაპარაკები. საჰაერო განგაშის დროს ის თავშესაფარში ვერ ჩადიოდა, რადგან ფსიქოლოგიურად ჰაერის უკმარისობის შიში გაუჩნდა. მაინც მიდიოდა, ბავშვებს კანფეტებს და „ლედენცებს“ დაურიგებდა, შინ ბრუნდებოდა და აბაზანაში წვებოდა: ბინის შუაში განთავსებული სააბაზანო შედარებით უსაფრთხო ადგილი იყო. მერე იძულებული გახდა, ხარკოვი დაეტოვებინა ცოლთან და ვაჟთან ერთად. პოლტავასთან ახლოს ქალაქის ტიპის დასახლებაა - შიშაკი, იქ მოახერხეს ჩასვლა. ორი დღის შემდეგ, როცა ქალაქიდან გავიდა, რომას გაუგზავნეს ჩამონგრეული კორპუსის ფოტო - ის იქ ცხოვრობდა“, - ამბობს დმიტრი კუზნიჩენკო.

 

მისი თქმით, მეუღლის მშობლები ლვოვის რაიონიდან არიან. მათ იციან, მეორე მსოფლიო ომის დროს რა სასტიკად იქცეოდა საბჭოთა წითელი არმია პოლონეთში და ის შიში სამუდამოდ დარჩათ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი