logo_geo
მარტა ბარამიძე: შეუძლებელია, უკრაინის დახმარების სურვილი არ გაგიჩნდეს ადამიანს. ამიტომ ვიფიქრე, ომში წავსულიყავი...
- +

17 მარტი. 2022. 17:16

 

 

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში მარტა ბარამიძემ თავისი გადაწყვეტილების შესახებ „პოსტი“ გამოაქვეყნა: უკრაინაში ომში მივდივარ, ხელში იარაღსაც ავიღებ და ვისვრი, მშვიდობა მისურვეთო... თუმცა, წასვლა ვერ შეძლო. ამ საკითხზე მარტა ჟურნალ „გზას“ ესაუბრა.

 

„უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო, რასაც თვალყურს ვადევნებთ, შეუძლებელია, ამ ქვეყნის მხარდაჭერის, დახმარების სურვილი არ გაგიჩნდეს ადამიანს. ამიტომ მეც ვიფიქრე, რომ ომში წავსულიყავი. ჯარში ნამყოფი ვარ: 48 საათის განმავლობაში ჯარისკაცის რეჟიმით ვცხოვრობდი, ჯავშანჟილეტიც მეცვა, იარაღიც მეჭირა და სასროლეთზე ვისროდი. ადრე მედდაც ვიყავი და შეიძლებოდა, ომში სხვებს ამ მხრივაც დავხმარებოდი. ასევე, როგორც მზარეულს, შემეძლო, ჯარისკაცებისთვის საჭმელი მომემზადებინა... მაგრამ შემდეგ რამდენიმე ადამიანს ვესაუბრე, ვინც უკრაინაში იმყოფება და მითხრეს, რომ ახლა მათ მოხალისეები არ სჭირდებათ, რადგან საკმაოდ დიდი რაოდენობა ჰყავთ“, - ამბობს მარიტა ბარამიძე.

 

როგორც მას უთხრეს, ამ ეტაპზე უკრაინას გამოცდილი მებრძოლები სჭირდება. ასეთი მეომარი მარტას უკვე დაუკავშირდა და ის ისევ აპირებს „პოსტის“ გამოქვეყნებას, ამჯერად - იმის შესახებ, რომ ამ ადამიანს მგზავრობის ბილეთი უყიდოს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი