logo_geo
კახა ჯანეზაშვილი: პოლიტიკოსები არ წინასწარმეტყველებდნენ, რომ შეიძლებოდა ომი დაწყებულიყო
- +

17 მარტი. 2022. 17:17

 

 

„ქრონიკის“ ოპერატორმა კახა ჯანეზაშვილმა უკრაინაში, დაახლოებით, 3 კვირა გაატარა. ომის დღეებმა ძველი, 2008 წლის ტკივილი განუახლა - მაშინაც კამერით ხელში იყო წასული, ოღონდ - უფრო მძაფრი ემოციებით.

 

„ჩვენ ჩავედით ომამდე დაახლოებით 10 დღით ადრე. წარმოიდგინეთ, წინა დღეს ჩვეულებრივად ცხოვრობს ხალხი და უცებ ყველაფერი იცვლება. უკრაინელი ექსპერტები და პოლიტიკოსები არ წინასწარმეტყველებდნენ, რომ შეიძლებოდა ომი დაწყებულიყო. ყველაზე ცუდი, რაც მოხდა და რასაც არ ელოდნენ, ლუკაშენკოს საქციელი იყო. უკრაინას ჩრდილოეთ მხარე ჰქონდა ყველაზე დაუცველი და საიდანაც არ ელოდნენ, იქიდან შეუტიეს. ყველაზე მტკივნეული იყო ცარიელი ქალაქის დანახვა და კიდევ, განგაშის სირენების ხმა. ვერ იჯერებ, მაგრამ გინდა თუ არ გინდა, რეალობასთან შეგუება გიწევს“, - ჰყვება „გზასთან“ საუბრისას ჯახა ჯანეზაშვილი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი