logo_geo
მარიამ სანოგო: ღმერთზე უკეთესის შექმნის მცდელობა, ცოტათი უხერხულია
- +

17 მარტი. 2022. 17:55

 

 

მოდელი და ტელეწამყვანი მარიამ სანოგო არასდროს მიმართავს პლასტიკურ ქირურგიას. ამის შესახებ მარიამმა ჟურნალ „გზასთან“ ისაუბრა.

 

„ბოტოქსის და მსგავსი ჩარევების მომხრე არ ვარ. ადამიანებში ბუნებრიობას და სიყვარულს საკუთარი თავის მიმართ ძალიან ვაფასებ. მომწონს, როცა პიროვნება თავდაჯერებულია. ერთია, რომ პლასტიკური ჩარევებით ადამიანები ინდივიდუალიზმს კარგავენ და მეორეა იმის პატივისცემა და დაფასება, რაც ღმერთისგან მოგვეცა. ღმერთზე უკეთესის შექმნის მცდელობა, ცოტათი უხერხულია. ასაკთან ბრძოლა ჩემთვის კიდევ უფრო სასაცილოა, ვიდრე პლასტიკური ქირურგია. არ მინდა, წლების შემდეგ გაშეშებული გამომეტყველება მქონდეს, თითქოს ამ ცხოვრებაში არაფერი მენახოს. მომწონს ჭაღარა თმა, ნაოჭებიც. ვგიჟდები ასაკოვან მოვლილ ქალებზე, რომლებმაც კარგად იციან, როგორ მოიხდინონ ასაკი, როგორ დაადონ ფასი იმას, რაც გამოიარეს და რომლებიც წარსულს პატივს სცემენ“, - ამბობს მარიამ სანოგო.

 

მოდელი შვილის გაჩენის შემდეგ განსაკუთრებულად უფრთხილდება ჯანმრთელობას, ბავშვმა უფრო მეტად შეაყვარა თავი, საკუთარ თავზე ზრუნვა ასწავლა, რადგან მის წინაშე პასუხისმგებლობა გააჩნია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი