logo_geo
ქეთი წიკლაური: რეალობის მიღებამდე მქონდა საშინელი შეგრძნება
- +

18 მარტი. 2022. 12:02

 

 

პირველ თებერვალს თემურ წიკლაურის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. ბუნებრივია, ოჯახს მისი დაკარგვისგან გამოწვეული ტკივილი და მონატრება არ განელებია, დრო ასეთ მძიმე იარებს არ აშუშებს, თუმცა, ჟურნალ „გზასთან“ საუბარში ქეთი წიკლაური აღნიშნავს, რომ ცდილობს, ცხოვრებისეულ სირთულეებს გაუმკლავდეს, მობილიზება გაუკეთოს თავს და მამამისის სიმღერების ახალი ვერსიები შესთავაზოს თემურ წიკლაურის შემოქმედების თაყვანისმცემლებს.

 

„ეს იმდენად უზარმაზარი მორევი და ტკივილი იყო, იმ პერიოდში თითქოს აქ არ ვიყავი. იმ დროს ემოციის ყველა სპექტრი გამოვიარე. გარდა იმ უდროო და საშინელი დანაკარგისა, რეალობის მიღებამდე მქონდა საშინელი შეგრძნება და რყევის მომენტები, რომელსაც ასეთ დროს ფსიქოლოგიურად ყველა შვილი გადის. ვგულისხმობ განცდას, რომ შვილმა რაღაც ბოლომდე ვერ გააკეთა, რომ თითქოს დამნაშავე ხარ“, - ამბობს ქეთი წიკლაური.

 

ქეთი მამის გარდაცვალების შემდეგ მისი ტანსაცმლითაც დადის. მაგალითად, აქვს პიჯაკი, დიდი შავი პერანგი, შარვალი, შარფი. ეს ყველაფერი განსაკუთრებულად ძვირფასია მისთვის.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი