logo_geo
ცისანა სეფიაშვილი: ჩვენი ფიქრები და პოზიტიური განწყობა ქმნის ჩვენს ყოველდღიურობას
- +

21 მარტი. 2022. 15:15

 

 

თეატრმცოდნე, პიარსპეციალისტი და მომღერალი ცისანა სეფიაშვილი „თბილისელებთან“ საუბრისას ამბობს, რომ მშიშარაა, ბევრი რამის ეშინია, მაგალითად, სიბნელის, კიდევ აქვს ქალური შიშები... გლობალურად რწმენაში არ არის ისეთი გაძლიერებული, რომ სიკვდილის არ ეშინოდეს და ფიქრობს, რომ ეს ძალიან ცუდია.

 

მისთვის ბედნიერება შვილების ჯანმრთელობა და მათი სილაღეა.

 

„შენი შვილების ჯანმრთელობა და მათი სილაღეა ბედნიერება. ქალური ბედნიერება რომ სრულყოფილი იყოს, შენ ირგვლივ ყველა ბედნიერად უნდა გრძნობდეს თავს: მეგობრები, ოჯახის წევრები, შვილები, საყვარელი ადამიანები... ქალის ცხოვრებაში აუცილებლად უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც ეყვარება, ქალს უნდა ჰქონდეს საყვარელი საქმე. ბედნიერებისთვის ეს მთლიანი წრე უნდა შეიკრას. ზოგადად, ბევრი რამეა დამოკიდებული სრულყოფილ ბედნიერებაზე და ქალური იქნება თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს. ეს - რაც შეეხება სრულყოფილ ბედნიერებას, თორემ ისე, მე ყველაფერი მაბედნიერებს და ყოველ წუთს შემიძლია, ვიყო ბედნიერი. მადლიერი ვარ ღმერთის, რომ ამ ბუნებით დამაჯილდოვა“, - ამბობს ცისანა სეფიაშვილი.

 

მომღერალი ფიქრობს რომ ჩვენი ფიქრები და პოზიტიური განწყობა ქმნის ჩვენს ყოველდღიურობას. სამყარო გვიბრუნებს იმას, რაზედაც ვფიქრობთ და როგორც ვცხოვრობთ. სამყაროში ვაგზავნით ფიქრებს, კადრებს, სიუჟეტებს და ეს ყოველივე უკან გვიბრუნდება. ამიტომ ვეცადოთ, ყოველთვის პოზიტიური ფიქრებით ვიყოთ დატვირთული.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი