logo_geo
ემა ტუხიაშვილი: გადაწყვეტილება, ცალ-ცალკე გვეცხოვრა, თავად ჩემმა მეუღლემ მიიღო
- +

22 მარტი. 2022. 13:13

 

 

ემა ტუხიაშვილი იმ ტელეწამყვანთა შორისაა, ვისაც მაყურებელში მაღალი ნდობა და პროფესიული რეპუტაცია აქვს. ამას თავად პოპულარული ტელესახე ყველაზე მეტად უფრთხილდება! - აქვს „ოქროს წესები“, რასაც არასდროს არღვევს და რაზეც მისი პროფესიული წარმატება გადის.

 

„ვერ ვიტყვი, რომ ჩემს ცხოვრებაში წარმატება იოლად მოვიდა, საკმაოდ რთული გზის გავლა მომიწია. როდესაც უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დავამთავრე, ქვეყანაში ძალიან მძიმე პერიოდი იყო, ფაქტობრივად, არაფერი ხდებოდა. უფროსი შვილი პატარა მყავდა. იოლი არ იყო შემეთავსებინა საქმე და ბავშვის გაზრდა, მაგრამ არ მინდოდა, პროფესიას ჩამოვშორებოდი. წლები განმავლობაში, ცალ ხელში ბავშვი მეჭირა და მეორე ხელით სტატიებს ვწერდი“, - ჰყვება ემა ტუხიაშვილი „თბილისელებთან“ საუბარში.

 

ჟურნალისტისთვის ბოლო პერიოდი განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა. ჯერ იყო ახალგაზრდა ასაკში დაკარგა მშობლები, ხოლო ორი წლის წინ მეუღლეს გაშორდა და შვილებთან ერთად დატოვა სახლი.

 

„ყველაფერი გავიარეთ, რაც 20 წლის ოჯახის დანგრევას ახლავს. ჩემთვის ყველაფერი შვილებით იწყება და შ ვილებით მთავრდება... გადაწყვეტილება, ცალ-ცალკე გვეცხოვრა, თავად ჩემმა მეუღლემ მიიღო. ჩვენ დავტოვეთ სახლი, სადაც ჩემი შვილები დაიბადნენ, გაიზარდნენ, სადაც ჩემი დიდი წვლილი იყო, ჩავალაგეთ ჩვენი ბარგი და წამოვედით“, - ამბობს ემა ტუხიაშვილი.

 

 

big_banner
არქივი