logo_geo
ნათია ჭკუასელი: უკრაინელების საკმაოდ დიდი ისეთ შოკში იყო, რომ ვერც ლაპარაკობდა...
- +

22 მარტი. 2022. 13:50

 

 

ჟურნალისტმა ნათია ჭკუასელმა თავისი თვალით ნახა ყველაფერი ის, რასაც ჩვენ გაფაციცებით ვუყურებთ ტელეეკრანებზე

 

„როგორც კი გავიგე, რომ პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე ძალიან სჭირდებოდათ რუსულისა და ინგლისურის მცოდნე, ავტომობილიანი მოხალისეები, ჩავთვალე, რომ ეს იყო შანსი, მცირე წვლილი მაინც შემეტანა უკრაინელების დახმარებაში. ჩვენი, ანუ მოხალისეების, მთავარი ფუნქცია იყო ადამიანებთან შეხვედრა, კარვებამდე მიცილება, პირველადი საჭიროებებით უზრუნველყოფა, ორიენტაციაში დახმარება, თარგმნა და ასე შემდეგ.

 

უკრაინელების საკმაოდ დიდი ნაწილი ისეთ შოკში იყო, რომ ვერც ლაპარაკობდა. ერთ-ერთი გოგონა, ანასტასია ბობროვსკა, ქალაქ იზუმიდან გახლდათ. ეს გოგონა გამომგზავრებამდე ერთი დღით ადრე ვიპოვე ლვოვში დედასთან ერთად. მე ახლა გიყვებით 23 წლის გოგონაზე, რომელმაც რამდენიმე დღეში ისე დაიკლო წონაში, რომ საკუთარი ტანსაცმელი აღარ ერგებოდა. მან სრული კოშმარი გამოიარა. ათი დღე გაატარა სარდაფში ოჯახთან ერთად და ეს დღეები ზამთრისთვის შენახული კონსერვებით გაჰქონდათ თავი, თუმცა, წყლის პრობლემას ვერაფერი მოუხერხეს. მათ გარშემო ყველაფერი იბომბებოდა“, - ჰყვება ნათია ჭკუასელი „თბილისელებთან“ საუბარში.

 

ნათიას თქმით, უკრაინელ ლტოლვილებს ყველაფერი სჭირდებათ, მაგრამ განსაკუთრებულ მადლობას იხდიან ურთიერთობისთვის, საუბრისთვის, მათდამი გამოხატული სითბოსთვის, გამხნევებისთვის და შემდეგ, მატერიალური დახმარებისთვის.

 

 

big_banner
არქივი