logo_geo
მარიამ ხოგუაშვილი - „ივ სენ ლორანის“ ქართველი სახე
- +

22 მარტი. 2022. 14:40

 

 

მოდელი, მარიამ ხოგუაშვილი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრენდის - „ივ სენ ლორანის“ სახე გახდა. მიუხედავად ბევრი სირთულისა, წინსვლას აგრძელებს და ის, რაც აქამდე მიუღწეველი ეგონა, ნელ-ნელა რეალობა ხდება.

 

„ადრე მინდოდა, თვითონ გამომეჩინა ინიციატივა და მათთვის თანამშრომლობა შემეთავაზებინა, მაგრამ ვერ მოვახერხე და ხელი ჩავიქნიე. ცოტა ხნის შემდეგ, „მეილზე“ შევდივარ და მხვდება შეტყობინება „ივ სენ ლორანისგან“. იმდენად დაუჯერებლად მომეჩვენა ეს, რომ თავიდან სარეკლამო მეგონა, მაგრამ საქმიანი შემოთავაზება აღმოჩნდა. მე კონკრეტულად „ივ სენ ლორან ბიუთისთან“ ვთანამშრომლობ, ანუ ამ ბრენდის თავის მოვლის საშუალებებსა და კოსმეტიკას ვარეკლამებ ჩემს „ინსტაგრამზე“, - ამბობს მარიამი ხოგუაშვილი „თბილისელებთან“ საუბარში.

 

მარიამი, უკრაინაში მიმდინარე პროცესების გამო, აქტიურობას ერიდება. ბევრი უკრაინელი მეგობარი ჰყავს, რომლებიც მილანში გაიცნო. რომ გაიგო, ისინი ერთი კვირის განმავლობაში მეტროში ცხოვრობდნენ, ძალიან შერცხვა, „ინსტაგრამზე“ თავისი საქმიანობა გაეგრძელებინა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი