logo_geo
ეკა ბალანჩივაძე: კონკრეტულ სიტუაციაში, ადამიანი საკუთარ თავს სხვადასხვანაირად ავლენს
- +

24 მარტი. 2022. 23:50

 

 

დიზაინერი ეკა ბალანჩივაძე პასუხობს ჟურნალ „გზის“ კითხვას, როგორ უმკლავდება მეორე ნახევართან, ექიმ კოტე მათითაშვილთან შექმნილ კრიზისებს ურთიერთობებში - შეგახსენებთ, რომ წყვილი ხშირად შორდება და რიგდება.

 

„ოო, ხან როგორ ვუმკლავდები, ხან - როგორ. შეიძლება, კონკრეტულ დროს შინაგანად ძლიერი ვიყო და მარტივად გავუმკლავდე; ზოგჯერ ძალიან სენსიტიური ვარ და გამკლავება მიჭირს. საერთოდ, ყოველთვის ასე ხდება: კონკრეტულ სიტუაციაში, ადამიანი საკუთარ თავს სხვადასხვანაირად ავლენს. მეტ-ნაკლებად ვახერხებთ, სტაბილური ურთიერთობა გვქონდეს, თუმცა რთულია“, - ამბობს დიზაინერი.

 

ეკასთვის აუცილებელია იმ ადამიანის გვერდით ყოფნა, რომელიც უყვარს. მისთვის მარტო ყოფნა წარმოუდგენელი და რთულია, თუმცა, მეორე ნახევარზე დამოკიდებული არაფრით არის. ფინანსურადაც სრულფასოვნად უზრუნველყოფს თავს. უბრალოდ, მას სიყვარული უყვარს და ამ გრძნობის განცდაა მისთვის უმნიშვნელოვანესი.

 

 

big_banner
არქივი