logo_geo
თამუნა ყურაშვილი: ვახოს ძალიან უნდოდა, რომ უკრაინაში გავყოლოდი
- +

25 მარტი. 2022. 00:00

 

 

ტელეჟურნალისტი ვახო სანაია ცოლთან, ექიმ თამუნა ყურაშვილთან ერთად უკრაინაში იმყოფება. ვახო სანაია უკრაინაში პირდაპირ ჩართვებსა და სიუჟეტებს ამზადებს.

 

„ვახოს ძალიან უნდოდა, რომ უკრაინაში გავყოლოდი, თუმცა, რამდენჯერმე ისიც მითხრა, იქნებ არ წამოხვიდე, ყველა ვინერვიულებთ, რამე რომ მოხდეს, შენზე ვიდარდო თუ ოპერატორზეო. ამათ თავიანთი წესები აქვთ, როგორ უნდა მოიქცნენ ექსტრემალური სიტუაციის დროს. საბოლოოდ, ჩემი სურვილი გაითვალისწინა და დამთანხმდა. თან, ზუსტად ვიცი, ძალიან უნდოდა, რომ წამოვსულიყავი.

 

ექიმი რომ არ ვყოფილიყავი, ალბათ, არც წამომიყვანდა ვახო. ექიმის პირველადი დახმარების ყუთი და რამე რომ იყოს, შემიძლია, ყველას დავეხმარო, მათ შორის, ვახოს და ოპერატორსაც.

 

ორი უფროსი გოგონა მყავს, მარიამი 24 წლისაა, ნასტი - 15-ის. სანი რაც გაჩნდა, არ დაგვიტოვებია ჩვენ გარეშე. სანი მიჩვეულია თავის ძიძასთან ყოფნას, ჩემი ძმის მეუღლესთან და ბებოსთან, ვახოს დედასთან. იზოლირებულად არ იზრდება და ემოციურად არ უნდა გაუჭირდეს“, - აღნიშნავს თამუნა ყურაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას.

 

 

big_banner
არქივი