logo_geo
მარია აფინოვიჩი: უკრაინელი მოკვდება და უკან არ დაიხევს
- +

25 მარტი. 2022. 00:20

 

 

„ომი ბარბაროსობაა, როცა მშვიდობიან მეზობელს თავს ესხმიან, მაგრამ ეს წმინდა მოვალეობაა როდესაც სამშობლოს იცავ“, - ამ სიტყვების ავტორი გი დე მოპასანია და ყველაზე კარგად ესადაგება დღეს უკრაინაში არსებულ მდგომარეობას. მარია აფინოვიჩი უკრაინელი ექთანია, რომელიც საქართველოში ცხოვრობს და ჟურნალ „გზასთან“ ამბობს, რომ მშობლები, და, ძმა, სიძე, დისშვილი, ახლო ნათესავები - ყველანი უკრაინაში ჰყავს.

 

„მეამაყება ჩემი უკრაინელობა. თითოეული მათგანი ძალიან მიყვარს და მხოლოდ ერთი ნატვრა მაქვს - ომი მალე დასრულდეს! სიძულვილზე ლაპარაკი არ მინდა, სიძულვილი დამანგრეველია. უკრაინელებმა მეც გამაოცეს, ამავე დროს, მათი თავგანწირვა მოულოდნელი არ ყოფილა. მამაც ხალხს სამშობლო გვიყვარს, ამავე დროს ჯიუტები, შეუპოვრები, უშიშრები ვართ, განსაკუთრებით - დასავლეთუკრაინელები. ისტორიისთვის უკრაინელების გმირობა უცხო არ არის. უკრაინელი მოკვდება და უკან არ დაიხევს, ასეთი ჯიში, ასეთი სული გვაქვს“, - ამბობს მარია აფინოვიჩი.

 

მარია 19 წლის იყო, რომ გათხოვდა და ქართველ კაცს გაჰყვა ცოლად. 32 წელია საქართველოში, სოფელ კაცხში, ცხოვრობს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი