logo_geo
ნინო ჩხეიძე: რამდენიმე ღამე ჩაცმულებს გვეძინა, არ ვიცოდით, რა დროს მოგვიწევდა სახლის დატოვება
- +

25 მარტი. 2022. 01:38

 

 

მომღერალი ნინო ჩხეიძე ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს მეუღლის, გიორგი კორახაშვილის შესახებ, რომელიც წლებია, უკრაინაში ცხოვრობს, თუმცა ახლა ქვეყნის დატოვება მოუხდა:

 

„გიორგი ომის დაწყებისას უკრაინაში იყო. ბოლომდე ჰქონდა იმედი, რომ ომი ძალიან მალე დასრულდებოდა, ამიტომ არაფრით უნდოდა კიევის დატოვება. როცა ძალიან დაიძაბა ვითარება და კიევის დაბომბვაც დაიწყო, მოუწია იქაურობისა და ზოგადად, უკრაინის დატოვებამ. ძალიან ვნერვიულობდი, სანამ უსაფრთხო გარემოში აღმოჩნდებოდა“, - ამბობს ნინო ჩხეიძე.

 

მომღერალს ბავშვობა სოლოლაკში აქვს გატარებული და თბილისის ომის დროს ტყვიის ვაზნები მათ ეზოში ცვიოდა, ბავშვები კი იდგნენ და აგროვებდნენ.

 

„ჩემთვის ომი არის ასეთი კადრი: ჩვენს სახლში შეკრებილი ბევრი ადამიანი, სიცივე, უშუქობა, ტყვიების ზუზუნი და ბუნკერიდან გადმოცემული ქვეყნის პრეზიდენტის მიმართვები. რამდენიმე ღამე ჩაცმულებს გვეძინა, რადგან ისეთი სროლები იყო, არ ვიცოდით, რა დროს მოგვიწევდა სახლის დატოვება“, - იხსენებს ნინო ჩხეიძე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი