logo_geo
ირაკლი კობახიძე: ჩვენ წარვადგინეთ ოფიციალური განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე და ეს პროცესი ჩვენთვის ზუსტად ისეა გაწერილი, როგორც უკრაინისთვის
- +

25 მარტი. 2022. 01:01

 

 

ჩვენ წარვადგინეთ ოფიციალური განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე და ეს პროცესი ჩვენთვის ზუსტად ისეა გაწერილი, როგორც უკრაინისთვის, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი იქნება კონკრეტული კითხვარი, რაზეც ხელისუფლებას დასჭირდება პასუხების გაცემა.

ჩვენ წარვადგინეთ ოფიციალური განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე და ეს განაცხადი ზუსტად იგივე ფორმით, პროცედურით და ვადებში განიხილება, როგორც განიხილება უკრაინის განაცხადი. ამასთან დაკავშირებით უკვე მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება ევროკავშირმა. ეს არის საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი, რომელიც გაგრძელდება თვეები, შესაძლოა ნახევარი ან ერთი წელიც დასჭირდეს. ვადებში ეს პროცესი ჩვენთვის ზუსტად ისეა გაწერილი როგორც უკრაინისთვის. წარმოდგენილი იქნება კონკრეტული კითხვარი, რაზეც ჩვენ დაგვჭირდება პასუხების გაცემა. ამასობაში, რა თქმა უნდა, გაგრძელდება რეფორმები სხვადასხვა მიმართულებით. ეს არის რეალური დღის წესრიგი და რეალური პროცესი. ყველაფერი დანარჩენი სპეკულაციებია, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

big_banner
არქივი