logo_geo
რუსუდან ბოლქვაძე: გული მწყდება, თუმანიშვილთან ურთიერთობა უფრო მეტად რომ არ გამოვიყენე
- +

25 მარტი. 2022. 14:00

 

 

რუსუდან ბოლქვაძე ერთ-ერთია იმ მსახიობთაგან, რომლებიც თეატრის დაარსებიდან ძალიან მალე, ორ წელში თუმანიშვილის გუნდს შეუერთდნენ. ნიჭიერი, ინტელექტით და არტისტიზმით გამორჩეული გოგონა ღრუბელივით ისრუტავდა დიდი მაესტროს რჩევა-დარიგებებს. ძალიან მოკრძალებული იყო, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, განსახიერებულ როლებში კაშკაშა ყოფილიყო.

 

„გარდა იმისა, რომ უდიდესი მადლობელი ვარ თუმანიშვილის, რადგან მან თავის თეატრში მიმიყვანა, დიდ ცხოვრებისეულ და შემოქმედებით გამოცდილებასაც მაზიარა. გული მწყდება, ეს ურთიერთობა უფრო მეტად რომ არ გამოვიყენე სულ მერიდებოდა, ეს ჩემი მხრიდან არ გადაზრდილიყო ფამილარობაში, მცდელობაში, რომ თავი წარმომეჩინა. არ გამოსულიყო ისე, რომ როლების მიღებისთვის ვცდილობდი სიახლოვეს. ის თითქოს მიწვდიდა ხელს, მე კი მერიდებოდა, ამ განწყობით, ამ სიყვარულით მესარგებლა“, - ამბობს რუსუდან ბოლქვაძე „სარკესთან“ საუბარში.

 

ქალბატონმა რუსუდანმა წლების განმავლობაში უამრავი საინტერესო სახე შექმნა როგორც თუმანიშვილის, ასევე სხვა რეჟისორების სპექტაკლებში. რამდენიმე წლის წინ კი თავად მოირგო რეჟისორის როლი და სპექტაკლი დადგა, რომელიც იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ ტრაპზონში შავი ზღვის თეატრალურ ფესტივალზე სპეციალური პრიზი დაიმსახურა.

 

 

big_banner
არქივი