logo_geo
ქართულ ბაზარზე საშიში სათამაშოები იყიდება - საფრთხისშემცველი სათამაშოს თავიდან აცილების სამი ინდიკატორი
- +

29 ნოემბერი. 2016. 11:26


საქართველოს ბაზარზე სარეალიიზაციოდ განთავსებული პროდუქტის უზრუნველყოფის ნორმები რომ დაცული არ არის და არც ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება, ამ პრობლემის შესახებ „პრაიმტაიმი" ადრეც წერდა, თუმცა კვლევა, რომელიც ორგანიზაცია momxmarebeli.ge-მ გამოაქვეყნა, შოკისმომგვრელია და ბავშვების ჯანმრთელობას უკავშირდება.



ანტიკორუფციული კავშირის თავმჯდომარე გია ბურჯანაძე „პრაიმტაიმთან" საუბარში ამბობს, რომ  ქართულ ბაზარზე არსებული სათამაშოების რეალიზაციიდან ამოსაღებია.


„ქართულ ბაზარზე შემოსული სათამაშოების 78-80% ჩინეთიდან შემოდის, დანარჩენი - ევროპიდან და ფასიც შესაბამისია, ძალიან მაღალი. მშობელს კი ასეთი მაღალი ფასის გადახდა არ შეუძლია და ყიდულობს უხარისხოს. სარეალიზაციოდ გამოტანილი სათამაშოების 80%, დადასტურებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბაზრიდან ამოსაღებია. ბავშვებისთვის ტანსაცმელი იქნება, საკვები პროდუქტი თუ სათამაშო, მკაცრ კონტროლზე უნდა იქნას აყვანილი", - განაცხადა გია ბურჯანაძემ.

 

გია ბურჯანაძე საუბრობს იმ სამ ინდიკატორზე, რის მიხედვითაც შესაძლოა საფრთხისშემცველი სათამაშოს გარჩევა ხარისხიანისგან.

 

„პირველ რიგში ფასი, მეორე ის, რომ, როცა ბავშვი თამაშობს, ამ სათამაშოს ადვილად სძვრება საღებავი. ასევე, ტოქსიკური სუნი აქვს, საფრთხისშემცველი სათამაშოს თავიდან აცილების სამი ინდიკატორია: ფასი, სუნი და საღებავი.

 

კვლევისთვის შეძენილ ყველა სათამაშოს ჰქონდა ნიშანი CE, რაც ნიშნავს, რომ სათამაშო ევროპაში გაცემულ სერთიფიკატს ფლობს, ანუ იცავს ევროპული ბაზრის მოთხოვნებს. გამოდის, რომ ბაზარზე შემოსული სათამაშოები არა მარუხარისხო და ჯანმრთელობისთვის საშიში, არამედ ფალსიფიცირებულიცაა. როგორც აღმოჩნდა, ქართულ ბაზარზე ნიშანი CE პროდუქციის უსაფრთხოების გარანტად არ გამოდგება", - განაცხადა გია ბურჯანაძემ.



 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი