logo_geo
თათა ჯაში: იმდენს ვშრომობთ, შეუძლებელია, ფიზიკურად სუსტები და უმწეოები ვიყოთ
- +

28 მარტი. 2022. 18:24

 

 

მოცეკვავე თათა ჯაში, გარდა იმისა, რომ ბალეტით არის დაკავებული და საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ აქტიურად მონაწილეობს სპექტაკლებში, სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და გამომწერებს ულამაზესი ფოტოებითა და სახალისო ვიდეოებით ხშირად ანებივრებს.

 

„ზოგადად, ბალერინას ყოველთვის სუსტ და სიფრიფანა არსებად აღიქვამენ. რეალურად ეს ასე არ არის. ჩვენ იმხელა დატვირთვა გვაქვს, იმდენს ვშრომობთ, შეუძლებელია, ფიზიკურად სუსტები და უმწეოები ვიყოთ. სროლას რაც შეეხება, ჩემი სურვილი იყო, კიდევ უფრო ძლიერი ვყოფილიყავი და სპორტის ამ სახეობის გარდა, ბრძოლის სხვადასხვა სახეობებზეც დავდიოდი. მინდოდა, ყველაფერში გათვითცნობიერებული ვყოფილიყავი. ბალერინობა ამაში ხელს საერთოდ არ მიშლის.

 

პანდემიანდე ცოტა ადრე ჯერ სატელევიზიო პროექტში მივიღე მონაწილეობა და ნელ-ნელა გამომწერებიც დამიგროვდა. შემდეგ, გადავწყვიტე, ეაქტიურა და მათთვის საინტერესო ინფორმაციები მიმეწოდებინა. გადაწყვეტილი არ მქონია „ინფლუენსერი“ გავმხდარიყავი, მაგრამ ყველაფერი თავისთავად მოხდა“, - ჰყვება თათა ჯაში „თბილისელებთან“ საუბარში.

 

თათა ოთხი წელი არ ცეკვავდა ტრავმის გამო, თუმცა, მაინც დაუბრუნდა სცენას და საყვარელ საქმიანობას.

 

 

big_banner
არქივი