logo_geo
ხატია სიჭინავა: იღბლიანი ადამიანი ვარ, უმძიმეს ავარიას გადავურჩი
- +

29 მარტი. 2022. 12:32

 

 

იღბალი თუ შრომისმოყვარეობა - რა სჭირდება ადამიანს ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად? ამ თემაზე საკუთარი გამოცდილება ხატია სიჭინავამ ჟურნალ „თბილისელებს“ გაუზიარა.

 

„იღბლიანი ადამიანი ვარ. ეს მიღწევების გარდა, ბევრ რამეში გამოიხატება, თუნდაც იმაში, რომ უმძიმეს ავარიას გადავურჩი. პირად ცხოვრებაშიც, იღბლის და ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად არის, ამიტომ ნამდვილად ვერ დავიწუწუნებ. ადამიანი შრომისმოყვარე უნდა იყოს. რომ შემდეგ გაუმართლოს. ფეხი ფეხზე გადადებული თუ დაელოდები, როდის გაიღება კარი შენს წინ, ვერაფერს მიაღწევ. ყოველთვის საკმაოდ მიზანდასახული ვიყავი. ამ ქალაქშიც პატარა ჩამოვედი და რადგან წერა კარგად გამომდიოდა, პროფესიად ჟურნალისტიკა ავირჩიე. მერე გზა თვითონ გავიკვლიე“, - ამბობს ხატია სიჭინავა.

 

ხატიას ბავშვობიდან მებრძოლი ხასიათი აქვს და თვლის, რომ მისთვის აზრის შეცვლა შეუძლებელია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი