logo_geo
აჩი ფურცელაძე: დასრულდა ეს ქორწინებაც
- +

30 მარტი. 2022. 19:23

 

 

მომღერალ აჩი ფურცელაძის პირადი ცხოვრება ყოველთვის იყო ყურადღების ცენტრში. რამდენჯერმე ჰქონდა ოჯახის შექმნის მცდელობა ოფიციალურად თუ სამოქალაქო ქორწინების სახით, საქართველოში თუ რუსეთში. ბოლოს საქართველოში დაქორწინდა, ისე ჩანდა, რომ საბოლოო ნავსაყუდელი იპოვა და მყუდრო ბუდე შექმნა. რამდენიმე თვის წინ კი ცნობილი გახდა, რომ სიყვარულით შექმნილი ოჯახი დაენგრა და ის და ელენე დუმბაძე უკვე ყოფილი ცოლ-ქმარი არიან. მომღერალი ამის შესახებ „სარკეს“ უამბობს.

 

„გულწრფელად შეყვარებული ვიყავი, ვფიქრობ - ისიც. ვერ გეტყვით, რა მოხდა. როცა ეიფორიაა. პირველი აღტაცება გავიდა, აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა მხარეს ვიყურებოდით. ასე რომ, დასრულდა ეს ქორწინებაც“, - ამბობს აჩი ფურცელაძე.

 

ყველა ქორწინების გაყრით დასრულებაში მომღერალი საკუთარ თავს ადანაშაულებს და აღიარებს, რომ ყოველ ჯერზე უფრო მეტად მტკივნეული იყო დაშორება.

 

„ბევრჯერაც დამიდანაშაულებია საკუთარი თავი და პირველს გადამიდგამს ერთი კი არა, ათი ნაბიჯი შერიგებისკენ. თქვენ როგორ ფიქრობთ, ადვილია ოჯახის დანგრევა? რამდენჯერაც დავცილდი, იმდენჯერ დავენარცხე მიწას და ყოველ ჯერზე უფრო მტკივნეულად“, - ამბობს აჩი ფურცელაძე.

 

 

big_banner
არქივი