logo_geo
თიკა ფაცაცია: 40 წლის შემდეგ რეალურად დავინახე ახალი ცხოვრების შესაძლებლობა
- +

30 მარტი. 2022. 19:45

 

 

თიკა ფაცაციას ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, სამი შვილის დედა უკვე 40 წლისაა. მან თავის წარმოსახვაში მომავალი 10 წლის ხედვაც შექმნა, რომელიც „სარკის“ მკითხველებსაც გაუზიარა.

 

„უკვე 2 წელია ვამბობ, რომ 40 წლის ვარ. რაღაც მომწონს ეს ასაკი. ცხოვრება იმდენად რთულია და იმდენი ცუდი რამ ხდება, ადამიანებს უნდა გვიხაროდეს ყოველი წლის მომატება, რომ ცოცხლები ვართ. ამიტომ არც ის ნაოჭი მედარდება, რაც ასაკის მატებას მოჰყვება. 40 წლის შემდეგ რეალურად დავინახე ახალი ცხოვრების შესაძლებლობა. საერთოდ, ათწლეულებით აღვიქვამ ხოლმე ცხოვრებისეულ ეტაპებს და ვთვლი, რომ მომავალ 10 წელიწადში ბევრი საინტერესო რამ მოხდება, თუნდაც შეიძლება გავხდე ბებია.

 

სხვათა შორის, ვფიქრობდი, რომ ახლა დადგა ეტაპი, საკუთარი თავი უფრო  მეტად შეიყვარო, უფრო მეტად  მოუსმინო. 40 წლამდე მაინც ცხოვრების გიჟური რიტმია, ბევრ რამეს ყურადღებას არ აქცევ, არ აფასებ. ახლა კი აშკარად იწყება ეტაპი, როდესაც საკუთარ თავზე უფრო მეტი უნდა ვიზრუნო“, - ამბობს თიკა ფაცაცია.

 

თიკას აზრით, ცხოვრებაში ყველაფერი ბუმერანგის პრინციპით მუშაობს. რა ენერგიასაც გასცემ, იმას მიიღებ უკან.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი