logo_geo
„დედაჩემი გარდაცვლილებს ესაუბრებოდა“ - უცნაური მოვლენები მერაბ კოკოჩაშვილის ცხოვრებაში
- +

30 მარტი. 2022. 20:04

 

 

კინორეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილის ცხოვრებაში ადამიანის გონებისთვის აუხსნელი, შეუცნობელი მოვლენები მრავლად იყო, ერთი უცნაური მოვლენა კი ორჯერ მოხდა: გონება დაკარგა და ასეთ მდგომარეობაში მყოფმა ნახა, რომ მუსიკის ჰანგების თანხლებით მთელი ძალით მიქროდა ღრუბლებში. ამ მოვლენებზე რეჟისორმა „სარკეს“ თავად უამბო:

 

„მჯერა საიქიოს არსებობის. დედაჩემი სანამ გარდაიცვლებოდა, 3 დღე და ღამე მე და ჩემი მეუღლე გვერდიდან არ ვშორდებოდით. ამ ხნის განმავლობაში დედა სულ მეუბნებოდა, რომ მამაჩემს, ბიძაჩემს და თავის მშობლებს ხედავდა.  საოცრება ის იყო, რომ დედა მათ სხვადასხვა ენებზე ესაუბრებოდა. მან რამდენიმე უცხო ენა იცოდა და ყველას იმ ენაზე მიმართავდა, რომელი უცხო ენაც იმ კონკრეტულმა პიროვნებამ იცოდა. თავის ძმას, მერაბს, ფრანგულად ელაპარაკებოდა. ბიძაჩემი, მერაბი, 1924 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილთან ერთად გაიქცა საფრანგეთში და მას შემდეგ დედას აღარ უნახავს. მათ ვერ ვხედავდი, მაგრამ მწამს, რომ დედაჩემი მართლა ხედავდა“, - იხსენებს მერაბ კოკოჩაშვილი.

 

მერაბ კოკოჩაშვილის აზრით, შესაძლებელია, იყოს კიდევ სხვა გარემო, სხვა სამყარო, სადაც სულიერება არსებობს, ჩვენივე სულიერება, ანუ როცა მატერიაში აღარ ვიარსებებთ, სულიერება განაგრძობს არსებობას.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი