logo_geo
მაია მიქაშავიძე: ნამცხვრების ცხობით ერთოთახიანი ბინა ვიყიდე
- +

30 მარტი. 2022. 20:20

 

 

სამკაულების დიზაინერი მაია მიქაშავიძე იმ დიასახლისების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებსაც უყვართ სამზარეულოში საქმიანობა. მარტო ცხოვრობს, მაგრამ სადილს ყოველთვის აკეთებს.

 

„ხორციანი კერძები არ მიყვარს, ერთადერთი ხორციანი საჭმელი, რომლის კეთებაც არ მაღიზიანებს, არის გუფთა. ვყიდულობ ძალიან ცოტა საქონლის ხორცის ფარშს, რაზეც ხორცის გამყიდველებს ეცინებათ ხოლმე, მაგრამ ოთხ ადამიანს კარგად ანაყრებს“, - ამბობს „სარკესთან“ საუბარში მაია მიქაშავიძე.

 

მაია 90-იანი წლებიდან ცხობით არის დაკავებული, თუმცა, საკუთარ თავს ცომეულის ჭამის უფლებას არ აძლევს, რადგან გარეგნობა მისთვის ტკბილეულზე ძვირფასია.

 

„თავს ცომეულის ჭამას ვუკრძალავ, რომ ფორმაში ვიყო. გარეგნობა ჩემთვის ნამცხვარსა და ტკბილეულზე ძვირფასია. 90-იან წლებში ნამცხვრებს ვაცხობდი და ვაბარებდი. ღამეში 8 ლანგარ ნამცხვარს ვაცხობდი. თბილისში, პუშკინის ქუჩაზე მაღაზიაში ვაბარებდი და 500-600 მანეთს ვიღებდი. ნამცხვრების ცხობით ერთოთახიანი ბინა ვიყიდე“, - ამბობს მაია მიქაშავიძე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი