logo_geo
მარიამ ნადირაძე: ჩვენ ერთმანეთს კი არ ვეხმარებით, ერთად ვართ ამ სასიამოვნო პროცესის მონაწილეები
- +

30 მარტი. 2022. 20:29

 

 

მსახიობების წყვილი, გიორგი მახარაძე და მარიამ ნადირაძე, მთელ დროს თავიანთი გოგონას, სახელად ნიკას, აღზრდას უძღვნიან. მათ ცხოვრებაში პირველი საერთო შვილი 9-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გაჩნდა.

 

გიორგის გამოჯანმრთელებისა და სიმსივნეზე გამარჯვების შემდეგ პირველი დიდი სიხარული ოჯახში სწორედ ნიკას დაბადება იყო. თავის პირველ დედობის გამოცდილებასა და ცხოვრებისეულ ცვლილებებზე მარიამ ნადირაძე „სარკეს“ უამბობს.

 

„ჩვენ ერთმანეთს კი არ ვეხმარებით, ერთად ვართ ამ სასიამოვნო პროცესის მონაწილეები. ძალიან სასიამოვნოა იმის ყურება, როგორ უვლის და ზრუნავს გიორგი თავის შვილებზე. არის ხოლმე მომენტები, როდესაც გიორგი, ელენე (უფროსი გოგო, რომელიც მარიამ როინიშვილთან ჰყავს, ავტ.) და ნიკა მთელ დღეს ერთად ატარებენ. გიორგიზე, როგორც მამაზე, აქამდეც მქონდა წარმოდგენა, მაგრამ ახლა რასაც ვხედავ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა“, - ამბობს მარიამ ნადირაძე.

 

9 წელიწადში გიორგიმ და მარიამმა ბევრი ბევრი ეტაპი გამოიარეს. იყო ზღაპრული დღეები და იყო ისეთი კოშმარული პერიოდიც, როგორიც გიორგის მოულოდნელი ავადმყოფობა და მისი მკურნალობა აღმოჩნდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი