logo_geo
ია დუდაშვილი: გვქონდა პერიოდი, როცა ვფიქრობდი, რომ ჩემს გზაზე უნდა წავსულიყავი
- +

30 მარტი. 2022. 20:35

 

 

ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრის, პიკასოს, იგივე ირაკლი ნოზაძის, ცხოვრება ყოველთვის ხმაურიანი და სკანდალური იყო. 5 წლის წინ მან მესამედ იქორწინა. მისი ცოლი ია დუდაშვილია, რომელთანაც ორი შვილი ჰყავს - ინტერნეტსივრცეში ცნობილი ნიაკო და დანიელი.

 

წყვილმა ბევრი სირთულე და კრიზისი გამოიარა. ისინი ერთმანეთს რამდენჯერმე გაშორდნენ. მიუხედავად ამისა, ია „სარკესთან“ ამბობს, რომ დღეს მათ  ჰარმონიული ოჯახი აქვთ.

 

„ჩვენს ურთიერთობაში ყველაზე უპრობლემო იყო შეყვარებულობის დრო. ერთ წელში დავქორწინდით და შემდეგ დაიწყო სირთულეები და სერიოზული კრიზისი. ხან ერთად ვიყავით, ხან არ ვიყავით, ხან ვჩხუბობდით, ხან ვრიგდებოდით. გვქონდა პერიოდი, როცა ვფიქრობდი, რომ ჩემს გზაზე უნდა წავსულიყავი. ვგრძნობდი, ირაკლი არ მიშვებდა და არ მაძლევდა საშუალებას, ჩვენს მომავალზე ხელი ჩამექნია და სწორედ ეს აღმოჩნდა ის მთავარი, რის გამოც ვიბრძოლეთ ბოლომდე. დღეს ძალიან მშვიდი ოჯახი გვაქვს“, - ამბობს ია.

 

ია დუდაშვილის თქმით, მისი თანადგომა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ირაკლისთვის. მათ ერთად გადალახეს სირთულეები, რამაც მათი ოჯახი უფრო გაამთლიანა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი