logo_geo
მაია რჩეულიშვილის სპორტულ-დემოკრატიული მოდა
- +

30 მარტი. 2022. 20:40

 

 

სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მაია რჩეულიშვილი „სარკესთან“ თავის 5-წლიანი პატიმრობაზე ყვება. ქალბატონი მაიას თქმით, მისთვის არ იყო ციხეში ყოფნა ძალიან რთული.

 

„ისეთი არ არის, როგორიც ლიტერატურულ ნაწარმოებებშია აღწერილი. ცივილურად რომ ვუდგებოდეთ და წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის დაახლოებით საავადმყოფოსა და სანატორიუმს შორის შექმნილი არქიტექტურული გარემო, რომელიც სავსეა კეთილგანწყობილი მომსახურე პერსონალით, ადამიანი უფრო ადვილად გადაიტანდა. ჩვენთან კომუნისტური შიშებია დარჩენილი ამ გარემოს მიმართ. ჩემთვის არ იყო იქ ყოფნა ძალიან რთული“, - ჰყვება მაია რჩეულიშვილი.

 

მაია რჩეულიშვილმა, დასთან ერთად, ჩაცმის სტილიც შეიცვალა ციხეში.

 

„იქ ცოტა თურქული მოდაა. თავიდან რომ დავრეკე, ტანსაცმელი შემომიგზავნეთ-მეთქი, შემომიგზავნეს გადაშანელებული სამოსი და ავცდი იქაურ ყოფას. მივხვდი, უკან უნდა გამეტანებინა. უძვირფასესი თეთრეული შემომიგზავნეს. თეთრი სატინა იყო მაქმანებით, ყოველ ოთხ დღეში ერთხელ ვრეცხავდი და ვაუთოებდი. მოკლედ, ახალი სტილი შევიტანე ციხეში.

 

რუსოც ისეთი ჩაცმულ-დახურული შემოვიდა ციხეში, შემოანათა, როგორც მზემ, აბსოლუტურად არაციხურად. მერე მოვერგეთ სიტუაციას.

 

იქ უფრო დემოკრატიულად გვეცვა და რომ გამოვედით, მგონი, იქაური მოდა აქ გადმოვიტანეთ. სპორტულ-დემოკრატიულია ის მოდა და ორივე დას ასე გვაცვია. მგონი, ასე გავაგრძელებთ. წარმოუდგენელი ის იყო, რომ იქიდან გამოსულებს აქ დემნა გვასალია დაგვხვდა თავისი საოცარი მოდით და, მოკლედ, დავემთხვიეთ“, - ამბობს მაია რჩეულიშვილი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი