logo_geo
შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირში დაგვიდასტურეს, რომ უკვე აჩქარებულია ბიუროკრატიული პროცესი და ჩვენი განაცხადი გადაგზავნილია დასამუშავებლად
- +

2 აპრილი. 2022. 21:13

 

 

“დღეს რასაც ვხედავთ და რაც ევროკავშირში დაგვიდასტურეს ეს არის ის, რომ უკვე აჩქარებულია ბიუროკრატიული პროცესი, ჩვენი განაცხადი უკვე გადაგზავნილია დასამუშავებლად და კითხვარის შესავსებად, სხვა დროს ამას სჭირდება თვეები და ახლა ამას დასჭირდება კვირები, რასაც სჭირდება წლები ახლა დასჭირდება თვეები,” - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „შაბათის ქრონიკაში“ ბრიუსელში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

 

„ევროკავშირი მოწადინებულია, რომ სწრაფად დაამუშაოს საკითხები და გადავიდეს შემდეგ ეტაპზე. ახლა ევროკავშირი მუშაობს ე.წ. კითხვარზე, რომელიც შეიძლება სხვადასხვა მოცულობის იყოს, ეს კითხვარი გამოიგზავნება საქართველოში, რომ საქართველომ თავად უნდა შეავსოს სხვადასხვა ასპექტით. ჩვენ გვითხრეს, რომ ეს კითხვარი რამდენიმე კვირაში მომზადდება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრა ჰქონდა ნატოს შტაბ-ბინაში, გენერალური მდივნის მოადგილესთან, რომელთანაც რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს.

 

„მინდა გადმოგცეთ მისი სრული მხარდაჭერა იმ პოლიტიკის მიმართ, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო ახორციელებს. ის, რომ ჩვენ სრულად გვერდში ვუდგავართ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს საერთაშორისო პლატფორმებზე პოლიტიკური განცხადებისა და ჰუმანიტარული დახმარების სახით. ის ასევე სრულად იზიარებს და ესმის ის ფრთხილი დამოკიდებულება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ არ შექმნას რისკი საქართველოს ჩართვისა სამხედრო კონფლიქტში რუსეთთან. იგივე პოზიციაა ევროკავშირშიც“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი