logo_geo
შალვა პაპუაშვილი: სტრასბურგმა წერტილი დაუსვა სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ რამდენიმე თვიან კამპანიას
- +

2 აპრილი. 2022. 22:21

 

 

“სტრასბურგმა წერტილი დაუსვა სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ რამდენიმე თვიან კამპანიას,” - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „შაბათის ქრონიკაში„ განაცხადა.

 

მისი თქმით, ეტყობა წინასწარ მოფიქრებული გეგმა იყო, რომ სააკაშვილის დაკავების შემთხვევაში, ჯანმრთელობაზე აპელირებით მომხდარიყო მისი დახსნა.

 

„ჩვენ მთელი ეს პერიოდი ვნახეთ სიყალბე რაც საბოლოო ჯამში თქვა სტრასბურგმა და ამით წერტილი დაუსვა სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ რამდენიმე თვიან კამპანიას. ჩვენ გვაქვს დეზინფორმაციის გარკვეული ტალღები რომლის სიმართლე საბოლოო ჯამში დგინდება: როგორც იყო შაქარაშვილის, ბაჩალიაშვილისა და ახლა სააკაშვილის საქმეზე. საბოლოო ჯამში სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს, ერთადერთი რაც სამწუხარო, ამას მიაქვს დრო, ჩვენი მოქალაქეების ნერვები, იწვევს ეჭვის გაჩენას, უნდობლობას და გაურკვევლობას მოსახლეობაში და ეს არის ტიპიური რუსული, დეზინფორმაციის მეთოდები, რომელსაც იყენებენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა მიხეილ სააკაშვილის საჩივარი, რომელიც ეხებოდა პენიტენციურ სისტემაში მის მკურნალობასა და მის მიმართ მოპყრობას. ბექა ძამაშვილის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, ამ საქმეში არ არსებობს რაიმე განსაკუთრებული გარემოება ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რომლის გამოც, საჭირო იქნებოდა საკითხის დამატებითი შესწავლა.

 

 

big_banner
არქივი