logo_geo
ირაკლი კობახიძე: ყველა დღევანდელი ქმედებითა და პროვოკაციით დასტურდება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის „ომის პარტია“, მიხეილ სააკაშვილის არის „ომის პარტიის“ ლიდერი
- +

3 აპრილი. 2022. 21:18

 

 

მიხეილ სააკაშვილის განზრახვა არის ის, რომ საქართველო გადაიქცეს მეორე ფრონტად იმ ომში, რომელშიც არის დღეს უკრაინა ჩართული რუსული აგრესიიდან გამომდინარე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირაში“ განაცხადა.

„რა თმა უნდა, ჩვენ ამას არ დავუშვებდით, თუმცა მისი აქ ჩამოსვლის მეორე განზრახვა შეიძლება ესეც ყოფილიყო, იქიდან გამომდინარე, რომ იყო მაღალი ალბათობა ამ ომის დაწყების. რა თქმა უნდა, მაშინვე ასეთი გეგმები შეიძლება იყო ვიღაცების მხედველობის არეალში. ყველა დღევანდელი ქმედებითა და პროვოკაციით დასტურდება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ომის პარტია, მიხეილ სააკაშვილის არის ომის პარტიის ლიდერი“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

big_banner
არქივი