logo_geo
ნანა დათუნაშვილი: გიორგის სულ სახლში ვგრძნობ
- +

5 აპრილი. 2022. 15:53

 

 

მსახიობი ნანა დათუნაშვილი - ყველასათვის საყვარელი „გოგიჩას“, მსახიობ გიორგი გოგიჩაიშვილის დედა ვაჟის გარდაცვალების შემდეგ კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა, თუმცა, როდესაც აქვს შანსი, რომ თავის პროფესიას, მსახიობობას, დაუბრუნდეს, იმ წუთიდან ძალიან ბედნიერია. ნანა დათუნაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ გარდაცვლილ ვაჟს იხსენებს.

 

„ოჯახში ისეთი განცდა გვაქვს, რომ გიორგი სულ სახლშია. მის გვერდით ყოფნას სულ ვგრძნობთ და ბევრ რამეს გვიმსუბუქებს. თუ ვიხსენებთ ხოლმე გიორგის, მხოლოდ კარგს და დადებითს, მხიარულ ისტორიებს. წარსულში არც გვიყვარს ლაპარაკი. ასეთი დამოკიდებულებით გადაგვაქვს ყველაფერი. გარეთ ამიტომაც არ მიყვარს გასვლა, რომ გიორგის სულ სახლში ვგრძნობ“, - ამბობს „გოგიჩას“ დედა.

 

 

big_banner
არქივი