logo_geo
ვიქტორ ყიფიანი უკრაინის დაზვერვის სამსახურის განცხადებაზე: უმძიმესი ბრალდებაა - მტკიცებულების გარეშე, ასე ერთი ხელის მოქნევით, ასეთი მძიმე ბრალდების წარდგენა, რბილად რომ ვთქვათ, უპასუხისმგებლო განცხადებაა
- +

5 აპრილი. 2022. 18:09

 

 

„ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა, „ქრონიკასთან“, უკრაინის დაზვერვის სამსახურის განცხადების შესახებ ისაუბრა.

 

„ბრალდება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, უმძიმესია. ფაქტიურად, ეს განცხადება უკავშირდება მინიშნებას იმაზე, რომ ქართული მხრიდან ადგილი აქვს დანაშაულის ნიშნებს. ნებისმიერი დანაშაული, რაოდენ მცირეც არ უნდა იყოს, მოითხოვს გარკვეულ მტკიცებულებით ტვირთს. ჩვენ ახლა, ისეთ, თითქოსდა, დანაშაულში მხილებაზე ვსაუბროთ, სადაც მტკიცებულების ტვირთი უკიდურესად მაღალია. სხვაგვარად, ასე ერთი ხელის მოქნევით, ასე ლაღად, ასე თავისუფლად, ასეთი მძიმე ბრალდების წარდგენა, ვფიქრობ, რბილად რომ ვთქვათ, არის უპასუხისმგებლო განცხადება. მე, როგორც მოქალაქე, მოვითხოვდი კიდეც და მოლოდინში ვიქნებოდი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომ მან არამარტო მტკიცე და დამაჯერებელი პასუხი გასცეს ამ, იმედია, უსაფუძვლო ბრალდებას, არამედ, მისი უსაფუძვლობის პირობებში, გარკვეულწილად, პასუხიც მოსთხოვოს. აქ საუბარია პოლიტიკურ, დიპლომატიურ პასუხზე. ბუნებრივია, სამართლებრივ პასუხს ვერ მოვითხოვთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პასუხი უნდა მოვითხოვოთ“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის.

 

 

big_banner
არქივი