logo_geo
ალუდა ღუდუშაური: უკრაინა გახდა ჩვენი ყოფილი მაღალჩინოსნების, მსჯავრდებულებისა და დამნაშავე პირების დასაქმების ადგილი, ბუნებრივია, ომის დასრულების შემდეგ გვექნება მთელი რიგი კითხვები
- +

8 აპრილი. 2022. 01:18

 

 

უკრაინა გახდა ჩვენი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების, მსჯავრდებულების, დამნაშავე პირების თავშესაფარი და დასაქმების ადგილი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინამ გადადგა ძალიან არამეგობრული ნაბიჯი, როდესაც ჩვენი ქვეყნიდან ელჩი გაიწვია.

„მინდა იმედი გამოვთქვა, რომ უკრაინაში მალე დამთავრდება საომარი მოქმედებები და უკრაინა მალე დაუბრუნდება ჩვეული ცხოვრების რეჟიმს და ბუნებრივია, გვექნება მთელი რიგი კითხვები ბევრ საკითხთან მიმართებაში. იმ რეჟიმში, რაშიც უკრაინის მთავრობა მუშაობს, არ იქნება სწორი ჩვენი მხრიდან, რომ მოვითხოვოთ პასუხები იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რომელიც ცალკეული პოლიტიკოსების და მათი მაღალი პოლიტიკური პირების მხრიდან იყო გაჟღერებული. უკრაინამ გადადგა ძალიან არამეგობრული ნაბიჯი, როდესაც ჩვენი ქვეყნიდან ელჩი გაიწვია, მაშინ, როდესაც არცერთი ქვეყნიდან ეს არ გაუკეთებია. რატომ მაგალითად საქართველო? ჩავთვალეთ, რომ ომის რეჟიმში არიან და ამიტომ, არ ეგების, რომ ამ დროს, ღირსების მქონე ქვეყანამ გადადგას ეს ნაბიჯი და ჩვენ ღირსეულად მოვიქეცით, ძალიან ვაჟკაცურად და მეგობრულად. უკრაინა გახდა ჩვენი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების, მსჯავრდებულების, დამნაშავე პირების თავშესაფარი და დასაქმების ადგილი“, - აღნიშნა ღუდუშაურმა.

 

 

big_banner
არქივი