logo_geo
ვახტანგ მახარობლიშვილი: ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი საქართველოს სავარაუდოდ ორშაბათს გადაეცემა
- +

8 აპრილი. 2022. 22:23

 

 

„ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი საქართველოს სავარაუდოდ ორშაბათს გადაეცემა,“ - ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

 

„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ სავარაუდოდ ორშაბათს ე.წ. კითხვარი გადმოგვეცემა - ევროკომისარი გაფართოების საკითხებში და სამეზობლოს მიმართულებით გადმოგვცემს შესაბამისს დოკუმენტს. ქართული მხარე სულმოუთქმელად ელოდება დოკუმენტს. კითხვარი არის უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი. საქართველოში შესაბამისი სამთავრობო უწყებათაშორისი კომისია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, არის ინსტიტუტი, რომელიც ამ დოკუმენტზე პასუხების მომზადებას კოორდინაციას გაუწევს“, - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი