logo_geo
„შირაკი - აფრიკელი“ , „შირაკი - სამურაი “... უბრალოდ, ჟაკ შირაკი...
- +

29 ნოემბერი. 2016. 13:25

 

 

ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს, გუშინდელი ეპატაჟური დღისგან განსხვავებით, ქალბატონებს ვთხოვ, მკაცრად დავიცვათ კლასიკური, თანაც  ცოტა თავშეკავებული სტილირადგანაც ჩვენი დღევანდელი სტუმარი გახლავთ, პირველ რიგში, პრეზიდენტი, თანაც ორგზის, თანაც საფრანგეთის, თანაც ღირსების ლეგიონის დიდი ჯვრის, შავი ვარსკვლავის, სპორტში დამსახურების ორდენისხელოვნებისა და ლიტერატურის დარგში ორდენის, ავიაციის მედლის, ჩეხეთის თეთრი ლომის ორდენის, ნორვეგიის წმინდა ოლაფის ორდენის, მალტის ორდენის, ლიტვის დიდი თავადი გიადიმინასის ორდენის, „ჰეიდარ ალიევის ორდენისკავალერიდა რაც მთავარია, საოცრად მომხიბვლელი ფრანგიჟაკ რენე შირაკი, რომელსაც უწოდებდნენშირაკ-  აფრიკელს“,  აფრიკელი ხალხის მხარდაჭერისთვის დაშირაკ-სამურაის კორეზიდან“, რადგანაც გადასარევად ერკვეოდა იაპონურ კულტურაში და თაყვანს სცემდა მასკორეზიდან კი იმიტომ, რომ  შირაკი, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1932 წლის 29 ნოემბერს, წარმოშობით, საფრანგეთის სამხრეთით მდებარე კორეზის დეპარტამენტიდან გახლავთ.

 

 

ჟაკ შირაკმა ძალიან საინტერესო ცხოვრება განვლო. მსახურობდა საფრანგეთის არმიაში, მონაწილეობდა ალჟირის ომში, სადაც დაიჭრაუმაღლესი განათლება მიიღო საფრანგეთის ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებლებშიპოლიტიკურ კვლევათა ინსტიტუტსა და ადმინისტრაციის ეროვნულ სკოლაში

 

 

თავისი პოლიტიკური კარიერა შირაკმა დაიწყო შარლ დე გოლისა და ჟორჟ პომპიდუს საარჩევნო კამპანიებში მონაწილეობით. პომპიდუმ მას, მიმწოლი ხასიათისა და ეფექტურობის გამო, „ბულდოზერიცკი შეარქვა

 

 

ჟაკ შირაკი ორჯერ იკავებდა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს, თანაც ამ პოსტს უთავსებდა პარიზის მერობასაც, 1995 წლიდან 2007 წლის მაისამდე კი ჟაკ შირაკი საფრანგეთის პრეზიდენტი გახლდათ

 

 

მას ახასიათებენ როგორც გამოჩენილ  პოლიტიკოსს, შესანიშნავ მსახიობს, გამოცდილ ლიტერატორს, დახვეწილ ინტელექტუალსმისი თანამედროვეების შეფასებით, ის თავიდან  საკმაოდ რბილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ სინამდვილეში არასდროს, არცერთი ნაბიჯით არ იხევდა უკან მთავარ საკითხებში, მათ შორის, როდესაც საქმე ეხებოდა ფრანგული სოციალური მოდელისა და  ადამიანთა და მთელი ხალხების უფლებების დაცვას. ის  ვერ იტანდა რასიზმისა და დისკრიმინაციის ნებისმიერ გამოვლენას. შირაკი არა მხოლოდ სიმპაიით იყო განწყობილი, არამედ კონკრეტული საქმეებითაც ეხმარებოდა აფრიკის ეროვნულ კონგრესს, რომლის ლიდერი ნელსონ მანდელა იმ პერიოდში ციხეში იმყოფებოდა. უფრო მეტიც, პოლიტიკური კარიერის პიკზე, შირაკმა განაცხადა, რომ ის ფეხს არ დადგამს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, სანამ იქ აპარტეიდის პოლიტიკა გრძელდება

 

 

საქართველოსა და საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტები

 

 

აღსანიშნავია, რომშირაკი-აფრიკელისაკმაოდ გულგრილად იყო განწყობილი აშშ- მიმართ, აცხადებდა, რომ ცუდად იტანს ისეთი ფირმების ჰეგემონიას, როგორიცაა Coca-Cola და გარკვეული პრობლემები ექმნება ამერიკელებთან, რომლებიც ყველას თავს ახვევენ საკუთარ აზრს. სხვათაშორის მან უარი განაცხადა დასწრებოდა კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენის აღსანიშნავ ცერემონიას და თვლიდა, რომ ამერიკა სინამდვილეში აღმოაჩინეს ვიკინგებმა, კოლუმბზე 5 საუკუნით ადრე, მაგრამ ამერიკელებისგან განსხვავებით, ისინი იქიდანწყნარად და ელეგანტურად წავიდნენ“…

 

 

ცნობილია, რომ ჟაკ შირაკი გატაცებული იყო აღმოსავლური  კულტურით და ისე კარგად ერკვეოდა მასში, რომ ჩინეთის ლიდერთან, ცზიან ცზემინთან ვახშმის დროს, მათ სერიოზული შეკამათება მოუვიდათ ჩინეთის დინასტიების ისტორიასთან დაკავშირებითგვიან ღამით კი, ჩინეთის ლიდერმა დაურეკა შირაკს და უთხრა, რომ მან გაიარა კონსულტაცია ისტორიკოსებთან და შირაკი მართალი აღმოჩნდა

 

 

 

გაერო-ს ყოფილი გენერალური მდივანი კოფი ანანი და საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ შირაკი

 

 

ჟაკ შირაკს განსაკუთრებული პატივისცემა ჰქონდა ებრაელი ხალხის მიმართ. ის თვლიდა, რომ ერთადერთი, რაშიც შეიძლება ბრალი დასდო ებრაელებს, არის ის, რომ ისინი ხშირად სხვაზე ჭკვიანები არიან და იმასაც ამატებდა, რომ როდესაც ებრაელები ითვისებენ ახალ მიწებს, ისინი პირველ რიგში აშენებენ სკოლას და შემდეგსინაგოგას… 

 

 

შირაკს ყველაფერზე საკუთარი აზრი გააჩნდა, რომელსაც არ მალავდა. მაგალითად, მან შოკში ჩააგდო ყველა თავისი ცნობილი გამოთქმით იმასთან დაკავშირებით, რომ ლიბერალიზმი ისევე საშიშია, როგორც კომუნიზმი და მას შეუძლია საზოგადოების მიყვანა ისეთივე სავალალო შედეგებამდე. შირაკის აზრით, პრობლემის გადაწყვეტა ამ ორი სისტემის შუაშია მოსაძებნი.

 

 

როდესაც თქვენთან შესახვედრად ვემზადებოდი, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ რამდენადაც ადამიანი უფრო თავისუფალია, მიმტევებელი, ფართოდ მოაზროვნე, სხვა ერების და მათი პრობლემების მიმართ არაგულგრილი, მით უფრო პატრიოტია საკუთარი ქვეყნისდა ეს ბუნებრივია, რადგანაც ადამიანს, თუ სხვისი შესტკივა, საკუთარი და ახლობელი ხომ მითუმეტეს…  ამიტომაც არ მჯერა, რომ შოვინისტმა და ნაციონალისტმა ლიდერებმა შეიძლება ღირსეულად მართონ საკუთარი ქვეყანა

 

 

ჟაკ შირაკი ითვლება საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პატრიოტადის ახალგაზრდობიდან იზიარებდა შარლ დე გოლის იდეებს და გოლისტი იყოდღემდე, ის ყოველ წელს, გენერალ დე გოლის გარდაცვალების დღეს, 9 ნოემბერს, ყვავილებით ამკობს დიდი ფრანგის საფლავს და არცერთხელ ეს ტრადიცია არ დაურღვევია

 

 

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ შირაკიშირაკის ფონდისგადაცემის ცერემონიაზე

 

 

იცით, მე კიდევ მინდოდა მომეყოლა თქვენთვის რამდენიმე საინტერესო და პიკანტური ისტორია პრეზიდენტ შირაკის საკმაოდ მდიდარი პირადი ცხოვრებიდან, მაგრამგადავწყვიტე, რომ 20 წელიწადზე მეტხანს მასთან მძღოლად მომუშავე ადამიანის სკანდალური წიგნიდან ამონაკრეფი ისტორიები დღევანდელ დღეს არ მოუხდებოდავიტყვი ერთადერთსჟაკ შირაკს ძალიან უყვარდა ქალები, რასაც არასდროს მალავდა, მაგრამ უდიდეს პატივს სცემდა საკუთარ მეუღლეს, ყოველთვის იყო არაჩვეულებრივი მამა და მეოჯახედა ახლა, ვაპატიოთ, თუ რამე შეეშალამთავარია, რომ მეუღლემ აპატია

 

 

ერთი კი, ყოველი შემთხვევისთვის, მაინც დავიმახსოვროთპირადი მძღოლი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა პოლიტიკოსის და არა მხოლოდ პოლიტიკოსის ცხოვრებაში, ამიტომ ყურადღებით უნდა შევარჩიოთ

 

 

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და წარმატებულ დღეს!

 

 

 

ავტორი: ლელა ანჯაფარიძე

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი