logo_geo
შალვა პაპუაშვილი მარგველაშვილზე: მე, როგორც მოქალაქე, ნამდვილად იმედგაცრუებული ვარ
- +

18 აპრილი. 2022. 00:47

 

 

მე, როგორც მოქალაქე, ნამდვილად იმედგაცრუებული ვარ, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მარგველაშვილზე საუბრისას განაცხადა.

კითხვაზე, როგორი იყო პაპუაშვილის რეაქცია, როდესაც უკრაინაში ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნიკა მელიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრებთან ერთად დაინახა, მან თქვა, რომ სამწუხაროდ, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებიც შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტაზე ხვდებიან, ძალიან ადვილად და მალე კარგავენ სახელმწიფოს აღქმას.

„მალე კარგავენ აღქმას იმისა, თუ რას ნიშნავს პასუხისმგებლობა სახელმწიფოს მიმართ, მით უმეტეს, როდესაც ადამიანი იყავი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი და რა პასუხისმგებლობაა ეს არა მხოლოდ თანამდებობაზე ყოფნისას, არამედ მის შემდეგაც. მიჭირს კომენტარი გაკეთება. ერთადერთი ვიტყვი, რომ სამწუხაროა და არასერიოზული“, - განაცხადა პაპუაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მარგველაშვილის უკრაინაში ვიზიტზე საუბრისას.

 

 

big_banner
არქივი