logo_geo
შალვა პაპუაშვილი: ძალაუფლებას ჩაჭიდება და იმის იქით არაფრის დანახვა, კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენი პოლიტიკური ლანდშაფტის ნაწილის უმწიფრობას
- +

18 აპრილი. 2022. 00:47

 

 

ძალაუფლებას ჩაჭიდება, მისი ასეთი წყურვილი და იმის იქით არაფრის დანახვა, კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენი პოლიტიკური ლანდშაფტის ნაწილის უმწიფრობას. „ნაცმოძრაობისთვის“ სულ ერთია საქართველო, უკრაინა, სამშობლო, მეგობარი, სიცოცხლე, სიკვდილი. ეს ყველაფერი არის მხოლოდ საბაბი. ინსტრუმენტი, ხოლო მთავარი ფასეულობა და ღირებულება არის ძალაუფლება. ეს ყველაფერი კი მხოლოდ ინსტრუმენტებია, რომელთაც ისინი სხვადასხვა დროს იყენებდნენ არაკეთილსინდისიერად, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „იმედი LIVE“ - ში განაცხადა.

„ვხედავთ დამოკიდებულებას საკუთარი ქვეყნის მიმართ, სხვა ქვეყნის მიმართ, დამოკიდებულებას სიცოცხლისა და სიკვდილის მიმართ. ვხედავთ როგორ ახდენენ ინსტრუმენტალიზებას და მანიპულირებას ადამიანის სიცოცხლით, ადამიანის გარდაცვალებით, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზეზით და ერთადერთი მიზნით, რომ როგორმე შემოიტანონ ისტერია პოლიტიკაში, მღელვარება და შფოთი საზოგადოებაში იმისთვის, რომ მიიღონ ძალაუფლება. სამწუხაროა ის, რასაც ჩვენ ვხედავთ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, როგორიც არ უნდა იყოს პოლიტიკური ძალა, უმჯობესია ის პარლამეტში იყოს წარმოდგენილი. „პარლამენტი მაინც გარკვეულ ჩარჩოში აქცევს პოლიტიკურ ნაკადს. უმჯობესია იყვნენ პარლამენტში, თუკი რაიმე აქვთ სათქმელი, თქვან პარლამენტიდან, დანარჩენს უკვე მოქალაქეები გადაწყვეტენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი