logo_geo
შალვა პაპუაშვილი უკრაინაში ვიზიტზე: ეს იყო გამორჩეულად განსაკუთრებული დახვედრა ქართული დელეგაციის მიმართ
- +

18 აპრილი. 2022. 00:48

 

 

მას შემდეგ, რაც ნახეს [„ნაციონალურმა მოძრაობამ“] რამდენად თბილი, განსაკუთრებული დახვედრა გვქონდა უკრაინაში, სურვილი აქვთ რომ ღონისძიება დაკნინდეს. ეს იყო გამორჩეულად განსაკუთრებული დახვედრა და შეხვედრაც ქართული დელეგაციის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში.განაცხადა.

მისი თქმით, სპეციალური, განსაკუთრებული მოპყრობა და სითბო ჰქონდა ქართულ დელეგაციას.

„მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგას. ხაზგასმით ჩანდა, რომ იყო სურვილი ამის ვიზუალიზაცია და ჩვენება მომხდარიყო, რომ ქართულ დელეგაციას სპეციალური, განსაკუთრებული მოპყრობა ჰქონდა.

რაც ჩვენ ბუჩასა და ირპენში ვნახეთ, ეს იყო ენით აღუწერელი სისასტიკე რაც ზოგადად ომს ახლავს და აქ კი ჩვენ ვნახეთ განსაკუთრებული სისასტიკე, რომელიც ცდება ომის წესებსა და კანონებს. მათ ჩვენი გამოცდილებაც გავუზიარეთ. ახლა მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის ხელისუფლება კონცენტრირდეს სამართლებრივ შეფასებაზე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინიდან დაბრუნდა. დელეგაცია ბუჩასა და ირპენში იმყოფებოდა. შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: პარლამენტის ვიცე-სპიკერები დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე, ბექა ოდიშარია და ლევან იოსელიანი. ასევე, „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი, „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი, „რესპუბლიკელი“ ხათუნა სამნიძე და პარტია „საქართველოსთვის“ წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი. უკრაინაში ვიზიტის დროს, ჯგუფის შემადგენლობაში არ იყვნენ „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები.

 

 

big_banner
არქივი