logo_geo
ირაკლი კობახიძე: უკრაინაში ვიზიტი ურთიერთობების ერთგვარი განახლების საშუალებას იძლეოდა
- +

18 აპრილი. 2022. 23:43

 

 

“საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ვიზიტის მთავარი მიზანი იყო სოლიდარობის გამოხატვა უკრაინელი ხალხის და სახელმწიფოს მიმართ. პირველ რიგში ამ კუთხით იყო ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, ეს ვიზიტი იძლეოდა ურთიერთობების ერთგვარად განახლების საშუალებას “- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ტვ პალიტრის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

 

მისი თქმით, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარეები ხვდებიან ერთმანეთს, იქ ის საკითხები არ იჭრება, რომლებიც პრობლემურია ურთიერთიერთობებში, ეს საკითხები უფრო მეტად აღმასრულებლის საქმეა, თუმცა ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო იმ კუთხით, რომ დაიძრა გარკვეული თემები.

 

„შალვა პაპუაშვილის ჩასვლა კიევსა და უკრაინაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო გადატვირთვისთვის, განახლებისთვის. რაც შეეხება პრობლემურ საკითხებს, ბუნებრივია, ეს საკითხები ჯერ არ არის მოგვარებული, ეს არის ელჩის საკითხი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ დროს უკრაინას ყავდეს დანიშნული ელჩი ქვეყანაში, როგორც მოგეხსენებათ, გაკეთდა საჯარო განცხადება ელჩის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, თუმცა ამის შემდეგ დამატებითი ნაბიჯები არ ყოფილა, ჯერჯერობით უკრაინას არ ჰყავს ელჩი საქართველოში, საკითხი მოსაგვარებელია და იმედია მალე მოგვარდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

big_banner
არქივი