logo_geo
ირაკლი კობახიძე: 2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, ქვეყანას დამახინჯებული კონსტიტუცია ჰქონდა, რომელიც 2010 წელს სააკაშვილის ინტერესებს მოარგეს
- +

22 აპრილი. 2022. 00:18

 

 

2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, ქვეყანას მთლიანად დამახინჯებული კონსტიტუცია ჰქონდა, რომელიც 2010 წელს მოარგეს სააკაშვილის ინტერესებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილს უნდოდა საკუთარი ჭარბი ძალაუფლება შეენარჩუნებინა, ოღონდ უკვე პრემიერის რანგში და ამ ინტერესს მოარგო მთლიანად კონსტიტუცია.

„მიიღეს ახალი, დაუბალანსებელი კონსტიტუციური სისტემა და მთავარი ინტერესი ნათლად იკვეთებოდა - პრემიერი ყოფილიყო ხელშეუხებელი და მთლიანად დარღვეულიყო საპარლამენტო დემოკრატიის ელემენტარული პრინციპები იმ მოდელში, რომელიც 2010 წელს მიიღეს და რომელიც 2013 წელს სააკაშვილისთვის, როგორც პრემიერისთვის უნდა ამოქმედებულიყო. ეს არ დასცალდათ, რადგან პოლიტიკური მოცემულობა შეიცვალა, მაგრამ კონსტიტუცია დარჩა ისეთად, როგორიც მიიღეს. შესაბამისად, ეს იყო ერთ-ერთი პრინციპული ამოცანა, რომ ჩამოგვეყალიბებინა ევროპული სტანდარტების კონსტიტუცია. დღევანდელი კონსტიტუცია არის სულ შესაბამისობაში ევროპული საპარლამენტო დემოკრატიის საუკეთესო და უმაღლეს სტანდარტებთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

big_banner
არქივი